სარჩევი
Ultimate Oscillator, რომელიც იყენებს სხვადასხვა პერიოდში გაანგარიშებულ სამი ოსცილატორის შეწონილ ჯამს. ჩვეულებრისამებრ ოსცილატორები ერთმანეთს ადარებენ ფინანსური ინსტრუმენტის დაგლუვებულ ფასს და ფასის n-პერიოდის წინანდელ მნიშვნელობას. ლარი უილიამსის (Larry Williams) თეორიის მიხედვით, მსგავსი ინდიკატორების ეფექტურობა იცვლება გამოთვლისათვის აღებული ერთეული პერიოდების რაოდენობიდან გამომდინარე. ამიტომ მან შექმნა დასასრულის ოსცილატორი – Ultimate Oscillator.
ლარი უილიამსმა ოსცილატორი პირველად აღწერა 1985 წელს ჟურნალში “Technical Analysis of Stocks and Commodities”. Ultimate Oscillator ინდიკატორის მნიშვნელობა მერყეობს ნულიდან ასამდე დიაპაზონში, ცენტრში განთავსებულია ორმოცდაათიანი ნიშნული. გაჯერებული გაყიდვის ზონა შეესაბამება ოსცილატორის მნიშვნელობა, რომელიც განთავსებულია ოცდაათიანი ნიშნულის ქვემოთ. გაჯერებული ყიდვის ზონა შეესაბამება ზონა შეესაბამება ოსცილატორის მნიშვნელობა, რომელიც განთავსებულია სამოცდაათიანი და ასიანი ნიშნულებს შორის.
ოსცილატორი იყენებს დროის სამ პერიოდს, რომელიც შესაძლებელია ხელით დაყენდეს. ჩვეულებისამებრ ეს არის პერიოდები – 7, 14 და 28. აღსანიშნავია, რომ 28 პერიოდიანი მნიშვნელობა უვე მოიცავს 14 და 7 პერიოდიან მნიშვნელობებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მოკლე პერიოდის მნიშვნელობა გამოიყენება სამჯერ, ამიტომ მათ აქვთ ყველაზე მეტი გავლენა ოსცილატორის რეზულტატზე.
Ultimate Oscillator ინდიკატორის მიხედვით პოზიციის გახსნა რეკომენდებულია, როდესაც წარმოიქმნება განსხვავება. ყიდვის პოზიცია გაიხსნება, თუ:
- წარმოიშვა ხარის განსხვავება: ფასმა მიაღწია უფრო დაბალ მინიმუმებს, რომელიც არ არის დადასტურებული ოსცილატორის უფრო დაბალი მინიმუმებით;
- ხარის განსხვავების ფორმირებისას ოსცილატორი დაეცა 30-იანი დონის ქვემოთ;
- შემდეგ ოსცილატორი ავიდა მაქსიმალური დონის ზემოთ, რომელიც წარმოქმნილი იყო ხარის განსხვავების ფორმირების პერიოდში. სწორედ ეს მომენტია ხელსაყრელი ყიდვის პოზიციის გახსნისათვის.
Ultimate Oscillator ინდიკატორის მიხედვით გრძელი პოზიციების დახურვა რეკომენდებულია, მაშინ, როცა:
- ოსცილატორი ავიდა 50-იანი დონის ზემოთ, ხოლო შემდეგ დაეშვა 45-იანი დონის ქვემოთ;
- ოსცილატორი ავიდა 70-იანი დონის ზემოთ ( ზოგჯერ რეკომენდებულია დაველოდოთ, როდესაც ამის შემდეგ იგი დაეცემა 70-იანი დონის ქვემოთ);
- გენერირდა გაყიდვის სიგნალი.
Ultimate Oscillator ინდიკატორის მიხედვით გაყიდვა რეკომენდებულია, როცა:
- გაჩნდა დათვის განსხვავება: ფასმა მიაღწია უფრო მაღალ მაქსიმუმს, რომელიც არ არის დადასტურებული ოსცილატორის უფრო მაღალი მაქსიმუმებით;
- დათვის განსხვავების ფორმირებისას ოსცილატორი ავიდა 50-იანი დონის ზემოთ;
- ოსცილატორი დაეცა მინიმალური დონის ქვემოთ რომელიც წარმოქმნილი იყო დათვის განსხვავების ფორმირების პერიოდში.
Ultimate Oscillator ინდიკატორის მიხედვით მოკლე პოზიციების დახურვა რეკომენდებულია, მაშინ, როცა:
- ოსცილატორი ავიდა 65-იანი დონის ზემოთ;
- ოსცილატორი დაეცა 30-იანი დონის ქვემოთ;
- გენერირდა ყიდვის სიგნალი.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით