Price Rate Change Roc

Price Rate of Change, ROC; ფასის ცვლილების სიჩქარე; Скорость Изменения Цены

Price Rate of Change, ROC – როგორც ოსცილატორი გამოსახავს ზემოთ ხსენებულ ტალღურ მოძრაობას და ზომავს გარკვეული პერიოდის მონაკვეთში ფასის ცვლილების მნიშვნელობას. როგორც ცნობილია ფასი ზემოთ-ქვემოთ მოძრაობს ციკლურად, ტალღისებურად. ციკლური მოძრაობა არის ინვესტორების მოლოდინების ცვლილებების შედეგი, ხარების და დათვების ბრძოლა ფასზე კონტროლისათვის.

თუ ფასი იზრდება, მაშინ ინდიკატორი ROC ასევე იზრდება, თუ ფასი კლებულობს ინდიკატორი ROC მასთან ერთად კლებულობს. რაც უფრო დიდია ფასის ცვლილება, მით უფრო ძლიერად იცვლება ROC.

Price Rate of Change ინდიკატორის მუშაობის მაგალითი

Price Rate of Change

ყველაზე მეტად გავრცელებულია 12 და 25 დღიანი ინდიკატორი ROC. 12 დღიანი ROC მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პერიოდებისთვის გაჯერებული ყიდვა/გაყიდვის საკმაოდ კარგი ინდიკატორია. რაც უფრო მაღლაა ROC, მით უფრო გაჯერებული ყიდვის მდგომარეობაში იმყოფება ბაზარი. რაც უფრო დაბლაა ROC მით უფრო მეტია ფასის აღმავლობის დაწყების ალბათობა. მაგრამ როგორც ყველა სხვა გაჯერებული ყიდვა/გაყიდვის ინდიკატორის გამოყენებისას, ამ შემთხვევაშიც არ უნდა ვიჩქაროთ პოზიციების გახსნა, მანამ თვითონ ბაზარი არ შეიცვლის მოძრაობის მიმართულებას (ანუ შემობრუნდება ზევითკენ ან ქვემოთკენ). ბაზარი, რომელიც გამოიყურება გაჯერებულად შესაძლებელია ასეთივე მდგომარეობაში დარჩეს კიდევ რამოდენიმე ხნის განმავლობაში. საერთოდ გაჯერებული ყიდვა/გაყიდვის მდგომარეობაში განიხილავენ არსებული ტენდენციის გაგრძელების შესაძლებლობას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Parabolic Sar

Parabolic SAR, Stop & Revers; პარაბოლური სისტემა SAR; Параболическая Система SAR

Parabolic SAR, პარაბოლური სისტემა SAR – ტექნიკური ინდიკატორი შემუშავებულია ტრენდული ბაზრების ანალიზისათვის. ინდიკატორი უნდა დავიტანოთ …