Pivot Points Support and Resistance Lines

Pivot Points Support and Resistance Lines, PP; მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზები ცენტრალურ ღერძთან მიმართებაში; Линии поддержки и сопротивления от центральной оси

Pivot Points Support and Resistance Lines, PP – არის ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს გაშუალებულ ფასს და მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. მიმდინარე მაჩვენებელი გამოითვლება წინა პერიოდის მონაცემების საფუძველზე.

ყველაზე ხშირად PP აიგება დღიურ, კვირისა და თვის პერიოდებზე.

ამასთან, გრაფიკის პერიოდი და ინდიკატორის პერიოდი მინიმუმ ერთი მნიშვნელობით უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ ინდიკატორის ხაზის მაგივრად გრაფიკზე დავინახავთ წერტილს და ამით ვერავითარ ინფორმაციას ვერ მივიღებთ. ანუ თუ დღურ გრაფიკზე დავიტანთ PP ინდიკატორს იმავე პერიოდის მაჩვენებლით. ამ შემთხვევაში თითოეულ ბართან, რომელიც მიუთითებს ერთ სავაჭრო დღეს, ხაზების მაგივრად გამოსახული იქნება წერტილები. იმ შემთხვევაში, თუ ინდიკატორის პერიოდი – გრაფიკის პერიოდზე ნაკლები იქნება, ინდიკატორის გამოსახულება საერთოდ აღარ გამოჩნდება გრაფიკზე.

საბაზრო სიტუაციის ანალიზისას, რეკომენდებულია დიდი პერიოდის რამდენიმე PP ინდიკატორის აგება.

მაგალითად დღიური მონაცემების ანალიზისას რეკომენდებულია დამატებითი PP ინდიკატორი აიგოს – კვირის, თვის და წლიური კვეთით. თუ ორი, ან მეტი დონეები ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ გამოდის, რომ ისინი ერთმანეთს აძლიერებენ. მანამ დავიკავებთ გრძელ ან მოკლე პოზიციას, სასურველია დაველოდოთ სანამ ფასი არ გადაკვეთს ყველა თანმხვედრილ დონეებს. ამ მომენტმდე არ არის სასურველი რაიმე პოზიციის გახსნა.

Pivot Points მუშაობის პრინციპი

Pivot Points Support and Resistance Lines

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, რომელიც მიღებულია PP ინდიკატორის მეშვეობით, საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტით განვსაზღვროთ Stop Loss და Take Profit დონეები.

Pivot Points-თან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი წესები:
  • თუ ცენტრალური ღერძი შორს არ იმყოფება მიმდინარე ბარის გახსნის ფასთან, მაშინ მოგების მიღების ალბათობა უფრო მაღალია;
  • მზარდ ბაზარზე, ფასის ცენტრალური ღერძის ქვემოთ დაშვებისთანავე არ არის საჭირო ეგრევე მოკლე პოზიციის გახსნა, ვინაიდან შესაძლებელია დაიწყოს გვერდული ტრენდი. მოსალოდნელია, რომ ფასი დონეს ხელმეორედ დატესტავს. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი კვლავ ვერ გაარღვევს ბრუნვის წერტილს, მაშინ უნდა ვიფიქროთ ტენდენციის შემობრუნებაზე;
ხანგრძლივპერიოდიანი ვაჭრობისას უნდა ვიციდეთ, თუ სად მდებარეობს კვირის, თვის და წლის ტაიმფრეიმების ღერძები. როცა მიმდინარე ფასი ამ ღერძების მაღლა მდებარეობს, ე.ი. სახეზეა მკვეთრად გამოხატული აღმავალი ტენდენცია.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …