Parabolic Sar

Parabolic SAR, Stop & Revers; პარაბოლური სისტემა SAR; Параболическая Система SAR

Parabolic SAR, პარაბოლური სისტემა SAR – ტექნიკური ინდიკატორი შემუშავებულია ტრენდული ბაზრების ანალიზისათვის. ინდიკატორი უნდა დავიტანოთ ფასების გრაფიკზე.

თავისი არსით იგი, მცოცავი საშუალოს ინდიკატორის ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ Parabolic SAR მოძრაობს დიდი აჩქარებით და შეუძლია შეიცვალოს თავისი მდებარეობა ფასთან მიმართებაში. აღმავალი ტრენდისას ინდიკატორი მდებარეობს ფასის ქვემოთ, ხოლო დაღმავალი ტრენდისას – ფასის ზემოთ.

Parabolic SAR სიგნალები
თუ ფასმა გადაკვეთა Parabolic SAR ინდიკატორის ხაზები, მაშინ ხდება ინდიკატორის შემობრუნება, და მისი შემდგომი მაჩვენებელი დადგება ფასის სხვა მხარეზე. ამ გადმობრუნების დროს ათვლის წერტილია უკანა პერიოდის მაქსიმალური ან მინიმალური ფასი. ინდიკატორის შემობრუნება არის ან ტრენდის დასასრულის (კორექციაში ან ფლეტში შესვლა) ან ტრენდის შემობრუნების სიგნალი.

Parabolic SAR, Stop & Revers (პარაბოლური სისტემა SAR; Параболическая Система SAR)

Parabolic SAR ბაზარზე შესვლის წერტილები
Parabolic SAR კარგად განსაზღვრავს ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის წერტილებს. გრძელი პოზიცია უნდა დაიხურუს, როდესაც ფასი დაეშვება ინდიკატორის ხაზის ქვემოთ, ხოლო მოკლე პოზიცია უნდა დაიხუროს მაშინ, როდესაც ფასი ადის Parabolic SAR ხაზის ზემოთ. ე.ი. საჭიროა ვადევნოთ თვალყური ინდიკატორის მოძრაობის მიმართულებას და პოზიციები გახსნილი უნდა გვქონდეს მხოლოდ ინდიკატორის თანხვედრილი მიმართულებით. ხშირად ინდიკატორის ხაზი გამოიყენება, როგორც მცოცავი სტოპის ხაზი (trailing stop).

თუ გახსნილია გრძელი პოზიცია, ე.ი. ფასი Parabolic SAR-ის ხაზის ზემოთაა, მაშინ ინდიკატორის ხაზი გადაადგილდება ზემოთ, იმის მიუხედავად რა მიმართულებით მოძრაობს ფასი. ხაზების გადაადგილების სიდიდე დამოკიდებულია ფასის მოძრაობის სიდიდეზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …