Moving Average

Moving Average, MA; მცოცავი საშუალი; Скользящее Среднее

Moving Average, MA – ტექნიკური ინდიკატორი აჩვენებს ინსტრუმენტის ფასის საშუალო მაჩვენებელს გარკვეული დროის გარკვეულ პერიოდში. ინდიკატორის მაჩვენებელის გამოთვლა ხდება ფასის გაშუალებით დროის გარკვეულ მონაკვეთში.

ფასის ცვლილებასთან ერთად, საშუალო მნიშვნელობა ან იზრდება, ან კლებულობს. მცოცავი საშუალოს რამდენიმე ტიპი არსებობს: მარტივი (მას აგრეთვე არითმეტიკულს უწოდებენ), ექსპონენციალური, გლუვი და შეწონილი. Moving Average შესაძლებელია გამოვითვალოთ ნებისმიერი თანმიმდევრული მონაცემების კრებულისგან, დახურვისა და გახსნის ფასების, მაქსიმალური და მინიმალური ფასების, ვაჭრობის მოცულობების ან სხვა ინდიკატორის მონაცემების ჩათვლით.

ერთადერთი რაც Moving Average-ის სხვადასხვა ტიპებს ერმანეთისგან განასხვავებს – ეს არის სხვადასხვა წონითი კოეფიცენტები, რომელიც ენიჭება უკანასკნელ მონაცემებს. მარტივი მცოცავი საშუალოს შემთხვევაში (Simple Moving Average) განსახილველი პერიოდის ყველა ფასს აქვს თანაბარი წონა. ექსპონენციალური და შეწონილი მცოცავი საშუალოები ბოლო ფასებს უფრო წონადს ხდიან.

მცოცავი საშუალოს ყველაზე გავრცელებული ინერპრეტაცია მდგომარეობს, მისი დინამიკის შედარებაში ფასის დინამიკასთან. როცა ინსტრუმენტის ფასი ადის Moving Average-ს მაჩვენებლის მაღლა – არის ყიდვის სიგნალი, როცა ფასი ჩამოდის ინდიკატორის დაბლა – არის გაყიდვის სიგნალი.

აღნიშნული სისტემა არ უზრუველყოფს იმას, რომ ამ სიგნალებით ბაზარზე შესვლა მოხდება ყველაზე დაბალ წერტილში, ხოლო გამოსვლა ყველაზე მაღალ წერტილში. სისტემა უზრუნველყოფს ვიმოქმედოთ მიმდინარე ტენდენციასთან შესაბამისად: ვიყიდოთ მას შემდეგ, რაც ფასმა მიაღწია ფსკერს და გავყიდოთ მაშინ, როცა ფასმა მიაღწია მწვერვალს.

მცოცავი საშუალოები შესაძლებელია გამოყენებული იქნას ინდიკატორებთან კომპლექტში. ამ შემთხვევაშიც ინდიკატორის ინტერპრეტაცია ანალოგიურია. თუ ინდიკატორი ადის თავის Moving Average-ზე მაღლა – ე.ი. ინდიკატორის აღმავალი მოძრაობა გაგრძელდება, ხოლო თუ ინდიკატორი ჩამოდის თავის Moving Average-ზე დაბლა, მაშინ ინდიკატორის დააღმავალი მოძრაობა გაგრძელდება.

Moving Average – ვარიანტები
  • Simple Moving Average (SMA) — მარტივი მცოცავი საშუალო;
  • Exponential Moving Average (EMA) — ექსპონენციალური მცოცავი საშუალო;
  • Smoothed Moving Average (SMMA) — გლუვი მცოცავი საშუალო;
  • Linear Weighted Moving Average (LWMA) — ხაზური-შეწონილი მცოცავი საშუალო;
Moving Average მუშაობის პრინციპი

Moving Average

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …