Market Facilitation Index

Market Facilitation Index, BW MFI; ბაზრის შემსუბუქების ინდექსი; Индекс Облегчения Рынка

Market Facilitation Index, BW MFI – გვიჩვენებს ფასის ცვლილებას ერთი ტიკზე. თავის მხრივ ინდიკატორის აბსოლუტური სიდიდეები არაფერს არ წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ინდიკატორის ცვლილება.

ბილ უილიამსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინდიკატორის და მოცულობის ცვლილებას.
Market Facilitation Index მუშაობის სპეციფიკა
  • ინდიკატორი Market Facilitation Index გაიზარდა და მოცულობაც გაიზარდა — ეს ნიშნავს, რომ: ა) უფრო და უფრო მეტი მონაწილეები შედიან ბაზარზე (იზრდება მოცულობა), ბ) ახლად შემოსული მონაწილეები პოზიციებს ხსნიან ბარის ჩამოყალიბების მიმართულებით, ანუ მოძრაობა დაიწყო და ტემპი მატულობს;
  • ინდიკატორი Market Facilitation Index დავარდა და მოცულობაც დავარდა. ეს ნიშნავს, რომ ბაზრის მონაწილეებს ეკარგებათ ინტერესი;
  • ინდიკატორი Market Facilitation Index გაიზარდა, მაგრამ მოცულობამ იკლო. ეს ნიშნავს, რომ ტრეიდერების მიერ ბაზარი არ არის მხარდაჭერილი მოცულობებით, ხოლო ფასი იცვლება “იატაკის”ტრეიდერების (შუამავლები – ბროკერები, დილერები) სპეკულაციის მეშვეობით;
  • ინდიკატორი Market Facilitation Index დავარდა, მაგრამ მოცულობა გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობს დათვების და ხარების ბრძოლა ყიდვისა და გაყიდვის დიდი მოცულობებით, მაგრამ თავად ფასის უმნიშვნელო ცვლილებებით, ვინაიდან ძალები თითქმის თანაბარია. ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მხარე (დათვები ან ხარები) გაიმარჯვებს. როგორც წესი, ასეთი ბარის გარღვევა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, განსაზღვრავს თუ არა ეს ბარი ტენდის გაგრძელებას, თუ ამ ბარით ტრენდი ანულირებულია. ბილ უილიამსი ამგვარ ბარს “ჩაბუქვნის” ბარს უწოდებს;
Market Facilitation Index მუშაობის პრინციპი

Market Facilitation Index

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …