სარჩევი
Elder Rays – ტექნიკური ინდიკატორი არის ტრენდის თვალყურის მიდევნების თვსებების მქონე ინდიკატორების და ოსცილატორების გაერთიანება. ტრენდის თვალყურის მისადევნებლად გამოიყენება ექპონენციალური მცოცავი საშუალო (ЕМА, საუკეთესო პერიოდი 13). ოსცილატორები ასახავენ ხარების და დათვების ძალას.
ელდერის სხივის ასაგებად გამოიყენება 3 დიაგრამა: ერთზე აიგება ფასების გრაფიკი და ЕМА, ხოლო დანარჩენ ორზე აიგება ხარების ძალის (Bulls Power) და დათვების ძალის (Bears Power) ოსცილატორები.
Elder-Rays გამოყენება
Elder-Rays გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა მეთოდებთან ერთობლიობაში. თუ მას გამოვიყენებთ დამოუკიდებლად, მაშინ საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ЕМА-ს -დახრა განსაზღვრავს ტრენდის მიმართულებას, და პოზიციების გახსნა საჭიროა ЕМА-ს თანხვედრილი მიმართულებით. ხარების და დათვების ოსცილატორები გამოიყენება პოზიციების გახსნა/დახურვის მომენტების განსაზღვრისათვის.
Elder Rays მუშაობის პრინციპი
Elder Rays ინდიკატორის მიხედვით ყიდვა რეკომენდებულია, თუ:
- ბაზარზე აღმავალი ტრენდია (განისაზღვრება ЕМА-ს მიმართულების მიხედვით);
- დათვების ძალის ოსცილატორი უარყოფითია, მაგრამ ამასთან ერთად იზრდება;
- ხარების ძალის ოსცილატორის ბოლო პიკი წინა პიკზე მაღლა მდებარეობს;
- დათვების ძალის ოსცილატორი იზრედბა ხარის დივერგენციის შემდეგ;
Elder Rays ინდიკატორის მიხედვით გაყიდვა რეკომენდებულია, თუ:
- ბაზარზე დაღმავალი ტრენდია (განისაზღვრება ЕМА-ს მიმართულების მიხედვით);
- ხარების ძალის ოსცილატორი დადებითია, მაგრამ ამასთან ერთად თანდათან იკლებს;
- ხარების ძალის ოსცილატორის ბოლო ფსკერი წინა ფსკერზე დაბლა მდებარეობს;
- ხარების ძალის ოსცილატორი იკლებს დათვის დივერგენციის შემდეგ;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით