DeMarker

DeMarker, DeM; დემარკის ინდიკატორი; Индикатор Демарка

DeMarker, DeM – აიგება მიმდინარე და წინა ბარების მაქსიმუმების შედარების საფუძველზე. თუ მიმდინარე მაქსიმუმი მეტია, მაშინ შესაბამისად რეგისტრირდება შესაბამისი არსებული სხვაობა. თუ მიმდინარე მაქსიმუმი ნაკლებია ან ტოლია წინა ბარის მაქსიმუმთან შედარებით, მაშინ რეგისტრირდება ნულოვანი მნიშვნელობა.

შემდეგ, n პერიოდის განმავლობაში მიღებული სხვაობები ჯამდება. მიღებული მნიშვნელობა ხდება დემარკის ინდიკატორის მნიშვნელი და იყოფა იმავე ჯამზე პლიუს მიმდინარე და წინა ბარის მინიმუმების სხვაობა. თუ მიმდინარე ფასი მეტია წინა ბარის მინიმუმზე მაშინ ფიქსირდება ნულოვანი მნიშვნელობა.

როცა ინდიკატორის მაჩვენებელი ეშვება 30-იანი ნიშნულის ქვემოთ, მაშინ მოსალოდნელია ფასის შემობრუნება ზემოთკენ. როცა ინდიკატორის მაჩვენებელი ადის 50-იანი ნიშნულის ზემოთ, მაშინ მოსალოდნელია ფასის შემობრუნება ქვემოთკენ.
DeMarker მუშაობის პრინციპი

DeMarker

ხანგრძლივი პერიოდების გამოთვლების გამოყენებით შესაძლებელია ბაზრის განვითარების ხანგრძლივი პერიოდის ტენდენციების მიგნება. მცირე პერიოდების ინდიკატორებით შესაძლებელია ბაზარზე შესვლა ნაკლები რისკის მქონე წერტილებში, ისე, რომ პოზიციის გახსნის მომენტი იმყოფებოდეს ძირითადი ტენდენციის არხში.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …