Chaikin Oscillator

Chaikin Oscillator, CHO; ჩაიკინის ოსცილატორი; Осциллятор Чайкина

Chaikin Oscillator, CHO – ოსცილატორის ავტორია მარკ ჩაიკინი. მისივე აღწერით ოსცილატორი წარმოადგენს Accumulation/Distribution ინდიკატორის მცოცავი საშუალოების სხვაობას.

Chaikin Oscillator -ის კონცეფცია ეყრდნობა სამ ძირითად მოვლენას:
  • პირველი: თუ ფასი იხურება დღიური საშუალო მჩვენებლის ზემოთ (რომელიც განისაზღვრება, როგორც [მაქსიმუმს+მინიმუმი]) – მაშინ ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაგროვება. რაც უფრო ახლოსაა ფასის დახურვის მაჩვენებელი მაქსიმუმთან, მით უფრო აქტიურია დაგროვების პროცესი. თუ ფასი იხურება დღიური საშუალო ფასის ქვემოთ, მაშინ ამ დღეს ყოფილა განაწილების პროცესი. რაც უფრო ახლოსაა ფასი მინიმუმთან მით აქტიურია განაწილების პროცესი.
  • მეორე: მყარად მზარდი ფასების აღმასვლასთან დაკავშირებულია სავაჭრო და დაგროვების მოცულობების ძლიერი ზრდა. ვინაიდან მოცულობა ბაზრის ზრდის ერთგვარი მკვებავი საწვავია, ამიტომ ფასების ზრდის პროცესში მოცულობების არარსებობა მიუთითებს ფასების ზრდის გაგრძელებისთვის საწვავის ნაკლებობაზე. და პირიქით ფასების ვარდნასთან ჩვეულებისამებრ დაკავშირებულია მოცულობების დაბალი დონე და იგი მთავრდება ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ სავაჭრო პოზიციების პანიკური ლიკვიდაციით. ამრიგად ჯერ შესამჩნევია მოცულობების ზრდა, შემდეგ ფასების ზრდა შემცირებული მოცულობების ფონზე და მხოლოდ ამის შემდეგ ბაზარი აღწევს ფსკერს – იწყება დაგროვების პროცესი.
  • მესამე მოვლენა მდგომარეობს იმაში, რომ ჩაიკინის ოსცილატორის მეშვეობით შესაძლებელია ბაზარზე შესული და გამოსული თანხობრივი მოცულობებისთვის თვალის მიდევნება. მოცულობების და ფასის დინამიკის შედარების მეშვეობით შესაძლებელია ბაზრის მაქსიმუმის და მინიმუმის გამოვლენა, როგორც მოკლევადიან, ასევე საშუალოვადიან პერიოდში.

იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ტექნიკური ანალიზის უშეცდომო მეთოდი, ამიტომ რეკომენდებულია ამ ოსცილატორის გამოყენება სხვა ტექნიკურ ინდიკატორებთან ერთობლიობაში. მოკლევადიანი და საშუალოვადიანი სავაჭრო სიგნალების სანდოობა უფრო მეტი იქნება, თუ ჩაიკინის ოსცილატორთან ერთად გამოვიყენებთ, მაგალითად 21 დღიანი მცოცავ საშუალოზე დაფუძნებულ ინდიკატორს Envelopes და რომელიმე გაჯერებული ყიდვა/გაყიდვის ოსცილატორს.

ჩაიკინის ოსცილატორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალია, მაშინ, როცა ფასი მიაღწევს ახალ მაქსიმუმს და მინიმუმს (განსაკუთრებით გაჯერებული ყიდვის ან გაჯერებული გაყიდვის დროს), ხოლო ამ დროს ოსცილატორს არ შეუძლია თავისი წინა ექსტრემალური მნიშნნელობების გადალახვა და იგი უკან შემობრუნდება.
  • სიგნალი, რომელიც თანხვედრილია საშუალოვადიანი ტენდენციასთან, სანდოა ვიდრე სიგნალი, რომელიც ტენდენციის საწინააღმდეგოა.
  • ოსცილატორის მიერ ახალი მინიმუმის და მაქსიმუმის დადასტურება არ ნიშნავს, რომ ფასი გააგდრძელებს მოძრაობას იმავე მიმართულებით. ეს არის უმნიშვლელო მოვლენა.

არსებობს ჩაიკინის ოსცილატორის გამოყენების სხვა მეთოდიც, რომლის დროსაც მისი მიმართულების ცვლილება სიგნალია გაყიდვისთვის ან ყიდვისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი თანხვედრილია ფასის მიმართულების ტენდენციასთან. თუ ფასი აღმავალია და იგი 90 დღიან მცოცავი საშუალოს ინდიკატორის მაღლა იმყოფება, მაშინ ოსცილატორის ხაზის შემობრუნება ზემოთ უარყოფითი მაჩვენებლების ზონაში – შესაძლებელია ჩაითვალოს ყიდვის სიგნალად (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფასი იმყოფება 90 დღიანი მცოცავი საშუალოს ინდიკატორის ზემოთ და არავითარ შემთხვევაში ქვემოთ).

ოსცილატორის შემობრუნება ქვემოთ დადებითი მაჩვენებლების ზონაში (0 -ის მაღლა), შესაძლებელია ჩაითვალოს გაყიდვის სიგნალად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფასი იმყოფება – ფასების დახურვის 90 დღიანი მცოცავი საშუალოს ინდიკატორის ქვემოთ.

Chaikin Oscillator -ის მუშაობის პრინციპი

Chaikin Oscillator

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …