სარჩევი
ბილ უილიამსის გასაოცარი ოსცილატორი Awesome Oscillator — არის 34 პერიოდიანი მარტივი მცოცავი საშუალო, რომელიც აგებულია ბარების შუა წერტილების მიხედვით (H+L)/2, რომელსაც აკლდება 5 პერიოდიანი მარტივი მცოცავი საშუალო, რომელიც აგებულია ბარების ცენტრალური წერტილების მიხედვით (H+L)/2. ოსცილატორი ზუსტად გვეუბნება, თუ რა ემართება მამოძრავებელ ძალას ამ მომენტში ბაზარზე.
Awesome Oscillator – ის მიხედვით ყიდვის სიგნალი
“ლამბაქი”
ეს არის ყიდვის ერთადერთი სიგნალი, რომელიც წარმოიქნმება, როცა ჰისტოგრამა იმყოფება ნულოვანი ხაზის ზემოთ. უნდა გვახსოვდეს შემდეგი:
- სიგნალი “ლამბაქი” წარმოიქმნება, როცა ჰისტოგრამა იცვლის მიმართულებას დაღმავალიდან აღმავალი მიმართულებისკენ. მეორე სვეტი უფრო დაბალია ვიდრე პირველი და წითელი ფერისაა. მესამე სვეტი უფრო მაღალია ვიდრე მეორე და მწვანე ფერისაა.
- სიგნალი “ლამბაქი”-ს წარმოქმნისათვის საჭიროა ჰისტოგრამის მინიმუმ სამი სვეტი.
ყურადღება: ყიდვის სიგნალი “ლამბაქი”-ს გამოყენებისას Awesome Oscillator -ის ყველა სვეტი უნდა იმყოფებოდეს ნულოვანი ხაზის ზემოთ.
Awesome Oscillator – ის მიერ ნულოვანი ხაზის გადაკვეთა
ყიდვის სიგნალი წარმოიქმნება, როცა ჰისტორგრამა უარყოფითი მნიშვნელობებიდან გადადის დადებით მნიშვნელობებში. ამასთან ერთად:
- იმისათვის, რომ სიგნალი შედგეს, საჭიროა მხოლოდ ორი სვეტი;
- პირველი სვეტი უნდა იყოს ნულოვანი ხაზის ქვემოთ, მეორე სვეტმა უნდა გადაკვეთოს ნულოვანი ხაზი (გადასვლა უარყოფითი მნიშვნელობიდან დადებით მნიშვნელობაში);
- ერთდროულად ყიდვისა და გაყიდვის სიგნალის არსებობა შეუძლებელია.
“ორი პიკი”
ეს არის ყიდვის ერთადერთი სიგნალი, რომელიც შესაძლებელია წარმოიქმნას, როცა ჰისტოგრამის მნიშვნელობა არის ნულოვანი ხაზის ქვემოთ. აქ უნდა გვახსოვდეს შემდეგი:
- სიგნალი წარმოიქმნება, როცა ადგილი აქვს ქვემოთ მიმართულ პიკს (ყველაზე დაბალი მინიმუმი), რომელიც იმყოფება ნულოვანი ხაზის ქვემოთ, რომლის შემდგომაც მოდის ქვემოთ მიმართული მეორე პიკი, რომელიც უფრო მაღალია (უარყოფითი რიცხვი, რომელიც აბსოლუტური მნიშვნელობით უფრო მცირეა, ამიტომ იგი მდებარეობს ნულოვან ხაზთან ახლოს) ვიდრე უკანა პიკი, რომელიც ქვემოთ იყურება;
- ჰისტოგრამა უნდა მდებარეობდეს ნულოვანი ხაზის ქვემოთ ორ პიკს შორის. თუ ჰისტოგრამა გადაკვეთს ნულოვან ხაზს ორ პიკს შორის, მაშინ ყიდვის სიგნალი ანულირებულია. მაგრამ წარმოიქმნება სხვა სიგნალი – “ნულოვანი ხაზის გადაკვეთა”;
- ჰისტოგრამის ყოველი მომდევნო პიკი უნდა იყოს უფო მაღალი (უარყოფითი რიცხვის მოდულზე ნაკლები, რომელიც მდებარეობს უფრო ახლოს ნულოვან ხაზთან ), ვიდრე უკანა პიკი;
- თუ ყალიბდება დამატებითი, უფრო გრძელი პიკი (რომელიც უფრო ახლოსაა ნულოვან ხაზთან) და ჰისტოგრამამ არ გადაკვეთა ნულოვანი ხაზი – ე.ი წარმოიქმნა ყიდვის დამატებითი სიგნალი.
Awesome Oscillator -ის მიხედვით გაყიდვის სიგნალი
გაყიდვის სიგნალები ყიდვის სიგნალების იდენტურია. სიგნალი “ლამბაქი” გადატრიალებულია და მდებარეობს ნულს ქვემოთ. “ნულოვანი ხაზის გადაკვეთა” კლებისკენ მიდის – პირველი სვეტი ნულოვანი ხაზის მაღლაა, მეორე სვეტი კი უფრო დაბლა. სიგნალი “ორი პიკი”-ც შემობრუნებულია. მოკლედ გაყიდვის სიგნალებისათვის მოქმედებს იგივე წესები, როგორიცაა ყიდვის სიგნალებისთვის – სარკისებრი ვიზუალური ეფექტით.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით