Alligator; ალიგატორი; Аллигатор • GeoForex.info

Alligator; ალიგატორი; Аллигатор

Alligator — არის ბალანსის მრუდების კომბინაცია (მცოცავი საშუალო, Moving Averages), რომლებიც იყენებენ ფრაქტალურ გეომეტრიას და არასწორხაზოვან დინამიკას.

დროის ყველაზე მეტ მონაკვეთში ბაზარი არსაით არ მოძრაობს. დროის მხოლოდ 15–30% -ის განმავლობაში ბაზარი ქმნის გარკვეულ ტებდენციებს და სწორედ ამ პერიოდში ბაზრის მოძრაობის ტენდენციების წყალობით ტრეიდერები შოულობენ თავისი მოგების დიდ ნაწილს.

ინდიკატორი Alligator -ის სპეციფიკაცია
  • ლურჯი ზოლი (ალიგატორის ყბები) — არის დროის პერიოდის ბალანსის ხაზი რომელიც გამოყენებულია გრაფიკის აგებისათვის, (13-პერიოდიანი დაგლუვებული მცოცავი საშუალო, 8 ბარის გადახრით მომავალში);
  • წითელი ზოლი (ალიგატორის კბილები) — არის ერთი რიგით დაბალი დროის მნიშვნელოვანი პერიოდის ბალანსის ხაზი (8-პერიოდიანი დაგლუვებული მცოცავი საშუალო, 5 ბარის გადახრით მომავალში);
  • მწვანე ზოლი (ალიგატორის ტუჩები) — არის კიდევ ერთი რიგით დაბალი დროის მნიშვნელოვანი პერიოდის ბალანსის ხაზ (5-პერიოდიანი დაგლუვებული მცოცავი საშუალო, 3 ბარის გადახრით მომავალში).
ინდიკატორი Alligator -ის მუშაობის მაგალითი

ალიგატორის ტუჩები, კბილები და პირი გვიჩვენებს დროის სხვადასხვა პერიოდების ურთიერთქმედებას. ვინაიდან ბაზარზე ტრენდი დროის 15-30 პროცენტს მოიცავს, ამიტომ საჭიროა მივყვეთ ტრენდს და არ ვიმუშაოთ ბაზრებზე, რომლებიც იცვლება გარკვეული ფასური პერიოდების ფარგლებში.

Alligator

როდესაც პირი, კბილები და ტუჩები გადახლართულია, ალიგატორი აპირებს დაძინებას ან უკვე სძინავს. როცა მას სძინავს მისი შიმშილის გრძნობა იზრდება – რაც უფრო მეტი სძინავს მას მით უფრო მეტად მშიერი გაიღვიძებს. როცა იგი გაიღვიძებს, პირველი რასაც ის გააკეთებს – გააღებს პირს და დაიწყებს მთქნარებას. მერე იგრძნობს საჭმლის სუნს: ხარის ხორცის სუნს ან დათვის ხორცის სუნს, და დაიწყებს მათზე ნადირობას. როცა ალიგატორი კარგად დანაყრდება, იგი დაკარგავს ინტერესს საჭმლისადმი (ფასისადმი). (ბალანსის ხაზები ერთმანეთს უახლოვდება) – სწორედ ეს არის მოგების ფიქსაციის დრო. – ეს არის ინდიკატორის ბილ უილიამსისეული ერთობ ეგზოტიკური აღწერა და არც ერთი სიტყვა არ არის ჩემი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Parabolic Sar

Parabolic SAR, Stop & Revers; პარაბოლური სისტემა SAR; Параболическая Система SAR

Parabolic SAR, პარაბოლური სისტემა SAR – ტექნიკური ინდიკატორი შემუშავებულია ტრენდული ბაზრების ანალიზისათვის. ინდიკატორი უნდა დავიტანოთ …