ფორექსის სტრატეგია "დღეში 15 წუთი"

სტრატეგია “დღეში 15 წუთი”

ფორექსის სტრატეგია “დღეში 15 წუთი” განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფორექსზე ვაჭრობისთვის ცოტა დრო აქვს. ვაჭრობის სისტემა ძალზე მარტივია, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. სტრატეგიაში ინდიკატორები არ გამოიყენება.

სტრატეგია ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ თუ სამი დღის განმავლობაში ბაზარზე ზრდის ან კლების ტენდენციაა, მაშინ ეს ტენდენცია შესაძლებელია გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ მეოთხე დღესაც. ისტორიაზე ჩანს, რომ ვაჭრობის ასეთი ალგორითმი არ არის მოკლებული რეალობას.

ფორექსის სტრატეგია “დღეში 15 წუთი” – ალგორითმი

ყიდვა

  • თუ დღიური სანთლის დახურვის ფასი სამი დღის განმავლობაში ზედიზედ იყო უფრო მაღალი, ვიდრე წინა სანთლის დახურვის ფასი, ვხსნით ყიდვის ორდერს დღიური მე-4 სანთლის გახსნისთანავე;
  • სტოპ-ლოსი დაიდება წინა დღის სანთლის ყველაზე დაბალი ფასის 2-3 პუნქტით ქვემოთ ან 90 პუნქრის მანძილზე (ამ ორს შორის ამოირჩიეთ ის, რომელიც უფრო ქვემოთ არის);
  • თეიქ-პროფიტს ვხურავთ ორ ეტაპად: ა) ვხურავთ ორდერის 50%-ს +30 პუნქტის მოგებისას. ბ) დანარჩენ 50% გადავიტანთ უზარალობაში და ვდებთ თეიქ-პროფიტს +100 პუნქტის ოდენობით;

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "დღეში 15 წუთი"

გაყიდვა

  • თუ დღიური სანთლის დახურვის ფასი სამი დღის განმავლობაში ზედიზედ იყო უფრო დაბალი, ვიდრე წინა სანთლის დახურვის ფასი, ვხსნით გაყიდვის ორდერს დღიური მე-4 სანთლის გახსნისთანავე.
  • სტოპ-ლოსი დაიდება წინა დღის სანთლის ყველაზე მაღალი ფასის 2-3 პუნქტით ზემოთ ან 90 პუნქტის მანძილზე (ამ ორს შორის ამოირჩიეთ ის, რომელიც უფრო ქვემოთ არის);
  • თეიქ-პროფიტს ვხურავთ ორ ეტაპად: 1) ვხურავთ ორდერის 50%-ს +30 პუნქტის მოგებისას. 2) დანარჩენ 50% გადავიტანთ უზარალობაში და ვდებთ თეიქ-პროფიტს +100 პუნქტის ოდენობით;

გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "დღეში 15 წუთი"

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტრატეგია "80-20"

სტრატეგია “80-20”

სტრატეგიის “80-20” ავტორია საერთაშორისო დონის ტრეიდერების წრეში ცნობილ სპეკულანტი ლინდა რაშკე (პრინციპში ყველა, ვინც ფორექსზე …