ფორექსის ჰეჯირების სტრატეგია

ფორექსის ჰეჯირების სტრატეგია

ფორექსის ჰეჯირების სტრატეგიას ასევე შეიძლება ვუწოდოთ – სავაჭრო პოზიციის დაზღვევის სტრატეგია. ანუ ეს უფრო პოზიციების ჰეჯირების წესი უფრო არის ვიდრე სტრატეგია. თუმცა, როგორც სტრატეგიად სავსებით წარმატებით გამოიყენება.

ფორექსის ჰეჯირების სტრატეგია აუცილებლად ითხოვს შემდეგი პირობების შესრულებას:
  • სავაჭრო დეპოზიტი უნდა იყოს 3-ჯერ მეტი, ვიდრე ერთი სავაჭრო პოზიციის გახსნისთვის იქნებოდა საჭირო;
  • ან, იმავე დეპოზიტის პირობებში გასახსნელ პოზიციას (ლოტს) ვამცირებთ 3-ჯერ;

დასაწყისისთვის გავაანალიზოთ ბაზარი და ავირჩიოთ ტრენდის ყველაზე სავარაუდო მიმართულება, ამის მიხედვით ჩამოვყალიბდეთ რა მიმართულებით იქნება გახსნილი ჩვენი სავაჭრო პოზიცია.

ტრენდის მიმართულების გასაანალიზებლად გირჩევთ გამოიყენეოთ ფორექსის ის ინდიკატორები, რომლებიც სავაჭრო ტერმინალის Metatrader 4-ის სტანდარტულ ნაკრებში შედის, ესენია:

  • Accelerator Oscilator;
  • ZigZag

დასაწყისისთვის გავავლოთ მხარდაჭერის და წინააღმდეგობის ხაზი ფორექსის ინდიკატორის ZigZag-ის მწვერვალებზე, რის შედეგადაც მივიღებთ მიმდინარე ტრენდის არხს.

დავუშვათ, რომ ეს არხი მიმართულია ქვემოთ. ამის შემდეგ შევისწავლოთ სავაჭრო გრაფიკის მისწრაფება ტრენდის შიდა არხში. დავუშვათ, რომ ის ეტმასნება წინააღმდეგობის (ზედა) ხაზს, ამიტომ Accelerator Oscilator ინდიკატორის მაჩვენებელთან კომბინაციაში, (ვთქვათ იგი გვიჩვენებს ზრდის ძლიერ ტენდენციას), მიგვითითებს წინააღმდეგობის ხაზის შესაძლო გარღვევის შესაძლებლობაზე.

შემდეგ ამავე ინდიკატორის Accelerator Oscilator მაჩვენებლებს ვამოწმებთ ერთწუთიან და ხუთწუთიან გარფიკებზე და მათი ანალიზის მიხედვით განვსაზღვრავთ, რამდენად სწრაფად მოხდება ეს გარღვევა (ან საერთოდ – თუ მოხდება). და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ როგორი ორდერი დავდოთ: გადადებული, თუ მიმდინარე ფასის მიხედვით.

შეგიძლიათ გამოიყენოთ თრენდის მიმართულების განმსაზღვრელი საკუთარი, ან ამ საიტზე გამოქვეყნებული სხვა იგივე ალგორითმის სტრატეგია.

ბაზრის ზემოთაღნიშნული გაანალიზების შემდეგ, გავხსნათ ერთი სავაჭრო – მაგალითად BUY პოზიცია შერჩეული მიმართულებით.

თუ გამოვიცანით და ბაზარი მიდის ჩვენი მიმართულებით, დავაყენოთ თრეილინგ სტოპი და მოგების დაგროვების შესაბამისად თანდათან გადავიტანოთ იგი ტრენდის მიმართულებით.

თუ ბაზარი საპირისპირო მიმართულებით წავიდა გავხსნათ ორმაგი სავაჭრო პოზიცია ბაზრის მიმართულებით, მაგალითად – 2 SELL პოზიცია. თუ ბაზარი ამ მიმართულებით მიდის, მაშინ ანგარიშზე გროვდება ერთი SELL პოზიციის მოგება, მეორე კი ჰეჯირებას უკეთებს პირველ BUY პოზიციის ზარალს. შედეგად ისინი კომპენსაციას უკეთებენ ერთანეთს.

ფორექსის ჰეჯირების სტრატეგია

მას შემდეგ, რაც ბაზარი საბოლოოდ მიემართება ჩვენი მიმართულებით, ხოლო მოგება იზრდება – ფარავს, როგორც წამგებიან პოზიციას, ასევე სპრედებს და გვაქვს მოგების სასურველი რეზერვიც – აუჩქარებლად (დაკვირვებით) ვიწყებთ ჰეჯირებული ორდერების დახურვას.

სიტუაცია უარესდება, როცა ორმაგი SELL პოზიციის გახსნის შემდეგ, ბაზარი კვლავ გაააგრძელებს ზრდას.

ამ შემთხვევაში ოპერატიულად უნდა დაიხუროს ურთიერთ ჰეჯირებული SELL და BUY სავაჭრო პოზიციები და გაიხსნას ორმაგი BUY სავაჭრო პოზიცია. SELL პოზიციის არსებული ზარალი დაფიქსირდება ერთი BUY და ერთი SELL პოზიციის ურთიერთგადახურვის შედეგად.

რეზიუმე:

სტრატეგიის მიხედვით ვაჭრობისას, საითაც არ უნდა მოძრაობდეს ტრენდი სავაჭრო ანგარიშზე მაინც იქნება მოგება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თუ თრენდის განსაზღვრაში დაშვებული იქნება ხშირი შეცდომები, ბევრს დავკარგავთ სპრედზე და დაგროვილ უარყოფით დახურულ პოზიციებზე.

ამიტომ მოცემული სტრატეგია უფრო ეფექტური იქნება, თუ მას გამოვიყენებთ ზედმეტი პანიკის და ფანატიზმის გარეშე, რაც მთავარია – ბაზრის და თრენდის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით