ფორექსის სტრატეგია “Hedge Hog -2” წარმოადგენს სტრატეგიის “Hedge Hog” მოდიფიცირებლ განახლებულ ვერსიას. სტრატეგიის წესები თითქმის არ არის შეცვლილი, მაგრამ დამატებულია სტოპ ლოსის და მისი გადაყენების დამატებითი პირობები, რაც ამცირებს მინუსიან ჩავარდნებს და ზრდის მომგებიანი გარიგებების რაოდენობას.
ფორექსის სტრატეგია “Hedge Hog – 2” – არსი
- კვირში 5 სამუშაო (სავაჭრო) დღის განმავლობაში, ყოველდღიურად 00:00 საათზე (GMT) სავალუტო წყვილზე EUR/USD ვხსნით ორ საპირისპირო მიმართულების, ერთი და იგივე მოცულობის buy და sell ორდერებს.
გასათვალისწინებელია, რომ:
ა) ორდერის გახსნის დრო აუცილებლად უნდა იყოს 00:00 საათი (GMT). შესაძლებელია ტერმინალური დრო განსხვავდებოდეს რამდენიმე საათით, მაშასადამე ორდერს ვხსნით ტერმინალური დროით – GMT+1, GMT-1 ან სხვა. გააჩნია ბროკერის სპეციფიკაციას;
ბ) ზოგიერთი ბროკერი არ იძლევა ერთი და იმავე სავალუტო წყვილზე საპირისპირო მიმართულების ორდერების გახსნის შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში ბროკერთან ვხსნით 2 ანგარიშს და თითოეულისთვის ცალ-ცალკე სხვადასხვა ტერმინალზე ვვაჭრობთ სხვადასხვა მიმართულებით. ან სულაც, ამ სტრატეგიის მიხედვით სხვადასხვა მიმართულებით ვვაჭრობთ სხვადასხვა ბროკერებთან;
- ორდერის გახსნისთანავე სტოპ ლოსს არ ვყენებთ. ვინაიდან პოზიციები ჰეჯირებულია, უფრო სწორად კი ლოკირებულია, ამიტომ ზარალი მინიმალურია და უდრის ორმაგ მინიმალურ სპრედს, მანამდე სანამ არ დავხურავთ ერთ-ერთ პოზიციას.
როდესაც ერთ-ერთი პოზიცია გადავა პლიუსში (მეორე შესაბამისად იქნება მინუსიანი) და მიაღწია პუნქტების გარკვეულ რაოდენობას, რომელსაც შემდგომში ვუწოდებთ Delta-ს (რეკომენდებულია 30-40 პუნქტი), მაშინ პოზიციას გადავიყვანთ უზარალობაში და დავადევნებთ ტრეილინგ სტოპს უსაფრთხო მანძილზე: Delta + Trailing Stop-ის ბიჯი (რომლის გავლის შემდეგაც სტოპ ლოსს გადავაჩოჩებთ პოზიციის თანხვედრილი მიმართულებით. რეკომენდებული ბიჯის ზომა 2-5 პუნქტი).
ანუ: Delta + Trailing Stop-ის ბიჯი = 30-40 პუნქტი შემთხვევაში, პოზიცია დადებით ზონაში დინამიურად გადაგვყავს ყოველი 2-5 პუნქტის შემდეგ.
თუ, ორდერების გახსნის შემდეგ ფასი მიდის ერთი მიმართულებით, მაშასადამე ჩვენ ვზრდით დადებით სტოპ ლოსს ერთ მომგებიან პოზიციაზე. მას შემდეგ რაც ფასი დაიწყებს შემობრუნებას ან კორექციას ეს პოზიცია დაიხურება დადებითი სტოპ ლოსით. და ვინაიდან ფასმა განიცადა უკუსვლა, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ფასი შემობრუნდა და მეორე ორდერიასევე გადავა დადებით ზონაში და ისევ იგივენაირად გადავიყვანთ მას უზარალობაში და ანალოგიურად დავადევნებთ ტრეილინგს უსაფრთხო მანძილზე. ასეთ იდეალურ ვითარებაში ჩვენი მეორე ორდერიც დაიხურება მოგებით.
- სტრატეგიაში ტეიკ ფროფიტი არ დგება. პოზიცია იხურება დადებითი სტოპ ლოსით;
- თუ 48 საათის განმავლობაში რომელიმე ორდერი არ დაიხურა დადებითი სტოპ ლოსით, მაშინ ორივეს, ან ერთ-ერთ მათგანს ჩვენ თვითონ ვხურავთ.
შემდეგ სავაჭრო დღეს ანალოგიური ალგორითმით ვხსნით ორდერებს, ოღონდ წამგებიანი პოზიციის მიმართულებით გაორმაგებული მოცულობით. ანუ თუ, 48 საათის შემდეგ დავხურეთ წამგებიანი პოზიცია, მაშინ 00:00 საათზე (GMT) სტრატეგიის ალგორითმით ანალოგიურად ვხსნით ორდერებს, ხოლო დახურული წამგებიანი ორდერის მიმართულებით – ორმაგი ლოტით.
- ვაჭრობის ერთ ციკლში, ანუ ანგარიშის დაბალანსების ინტერვალში (მაგალითად: 1 კვირა, 2 თვე, ან 1 წელი) გამოყენებული უნდა იქნას ერთი და იგივე მოცულობის ლოტი;
სტრატეგიის ვიზუალური მაგალითი:
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით