ფორექსის სტრატეგია “Hedge Hog” არ საჭიროებს ფორექსზე ვაჭრობის განსაკუთრებული სიღრმეების ცოდნას და მიეკუთვნება დიაპაზონური გარღვევის სტრატეგიების კლასს.
- სავალუტო წყვილი: EUR/USD;
ყოველდღიურად 00:00 (GMT) საათზე ( ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) მოცემული სავალუტო წყვილისთვის საპირისპირო მიმართულებით იხსნება 2 თანაბარ ლოტიანი სავაჭრო პოზიცია.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორექსის ბროკერთა ყველა კომპანია არ იძლევა გარიგების გახსნის შესაძლებლობას საპირისპირო მიმართულებით, ასე რომ ამ პრობლემის დასაძლევად საჭიროა 2 ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა სხვადასხვა ტერმინალებზე.
- სტოპ-ლოსს არ ვაყენებთ!
- თეიქ-პროფიტი: ბაზარზე შესვლის ფასიდან 14 პუნქტის დაშორებით.
პრაქტიკიდან ჩანს, რომ ამ სტრატეგიით ვაჭრობისას უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია დღეში 28 პუნქტის მოგება.
მოგების ასეთი რაოდენობა ეფუძნება ისტორიული მონაცემების ანალიზს, რომლის მიხედვითაც:
- ყიდვის ორდერი მომგებიანია 83.5% შემთხვევაში;
- გაყიდვის ორდერი მომგებიანია 85.7% შემთხვევაში;
ამასთან ერთად რისკი იმისა, რომ არცერთი ორდერი არ დაიხურება 14 პუნქტიანი მოგებით იმავე სავაჭრო დღის განმავლობაში შეადგენს 1.5%.
სავაჭრო ორდერების 80 % იხურება მოგებით იმავე სავაჭრო რის განმავლობაში.
სავაჭრო ორდერების 95 %, რომელიც არ დაიხურა მოგებით იმავე სავაჭრო დღეს, იხურება 1-3 სავაჭრო დღის განმავლობაში (მათ შორის უმრავლეს შემთხვევაში ორდერის გახსნიდან მეორე დღეს).
თუ 1 და 2 სავაჭრო პოზიცია გახსნიდან 48 საათის განმავლობაში არ დაიხურა მოგებით, ვხურავთ ჩვენ თვითონ.
ამის შემდეგ, წამგებიანი გარიგების მიმართულებით ვაჭრობის მეორე დღეს 2-ჯერ ვზრდით სავაჭრო პოზიციას. (ანუ თუ გავიდა 48 საათი და ჩვენ დავხურეთ წამგებიანი სავაჭრო პოზიცია 00:00 (GMT) საათზე, დახურვის შემდეგ იმავდროულად იხსნება ახალი ორდერები, რომელთა შორის ერთ-ერთის ლოტი გაორმაგებულია).
ყიდვა-გაყიდვის მაგალითი
სტატიის ქვემოთ წარმოდგენილია ამ სტრატეგიისთვის განკუთვნილი ინდიკატორი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ ვიზუალურად განსაზღვროთ (დააფიქსიროთ) ორდერის დახურვის საზღვრები. თუ წითელი ან ლურჯი ხაზები ფასის მიერ გარღვეულია ერთი პუნქტითაც მაინც, მაშინ სავაჭრო პოზიცია დაიხურულა მოგებით. ინდიკატორის ვაჭრობის ისტორიული მინაცემების ნახვა უკეთესია H1 ინტერვალზე.
ინდიკატორის პარამეტრებია:
- Offset=14 – თეიკ პროფიტის რაოდენობა;
- TimeZoneOfData=0 – გრაფიკის დრო – GMT 0;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით