ევროს კურსი - რა ახდენს გავლენას მასზე

ევროს კურსი – რა ახდენს გავლენას მასზე

ევროს კურსი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია სავალუტო ბაზრისათვის. იმის მტკიცება საჭირო აღარ არის, რომ ევრო, უკვე დიდი ხანია აშშ დოლარის ალტერნატიულ ვალუტას წარმოადგენს, გარდა ამისა სავალუტო წყვილებს, სადაც ევრო შედის, სავალოტო ბაზარზე პოპულარობით მეორე ადგილი უკავიათ.

ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ რა ახდენს გავლენას ევროს კურსზე. ფაქტორები მრავლადაა, თუმცა, ყველა მათგანი ვერ ახდენს საგრძნობ გავლენას ევროს ფასზე. განვიხილოთ ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ევროს კურსზე გავლენას ახდენენ მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია აშშ დოლართან, ეს მოვლენები დაკავშირებულია მოთხოვნისა და მიწოდების ზრდასთან ან კლებასთან. მაგალითად, ნეგატიური სიახლეები აშშ დოლარის შესახებ, ყოველთვის იწვევენ მოთხოვნას ევროვალუტაზე, და პირიქით, აშშ დოლარის გამყარება იწვევს ევროს კურსის კლებას.

სიტუაცია აიხსნება იმით, რომ მსხვილ კომპანიებს და ინვესტორებს აქტივები გადაჰყავთ ერთი მსოფლიო ვალუტიდან მეორე ვალუტაში. ამ ფაქტორის გამოყენება ყოველთვის არის შესაძლებელი ფორექსზე ვაჭრობის დროს.

ევრო საკმაოდ სპეციფიკური ვალუტაა, რადგან გამოიყენება ევროკავშირში შემავალი რამდენიმე ქვეყნის მიერ. ფულის ერთეულის სტაბილურობა დამოკიდებულია ევროკავშირში შემავალი, ცალკე აღებული თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ამიტომ ანალიზის დროს უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოვლენა, რომელიც ხდება ამ რეგიონში.

ბოლო პერიოდში, ძალიან გაიზარდა საბანკო სტრუქტურებისა და პოლიტიკური მოღვაწეების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გავლენა, ევროს სავალუტო კურსის ცვლილებაზე. მაგალითად, ევროპული ცენტრალური ბანკის რომელიმე ხელმძღვანელის განცხადება, რომლის მიხედვითაც მიღებული იქნება ახალი ზომები ევროვალუტის სტაბილიზაციისთვის, პრაქტიკულად ყოველთვის იწვევს ევროს კურსის გამყარებას სხვა ვალუტებთან მიმართებაში.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, პერიოდულად გამოქვეყნებადი, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ინდექსები.

ევროს კურსი – ყველაზე საგრძნობი გავლენის მაჩვენებლები
  • ინფლაცია ევროკავშირის ქვეყნებში;
  • უმუშევრობის მაჩვენებლები და მისი შემადგენლები (დასაქმების მაჩვენებელი);
  • ევროზონაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკების მდგომარეობა;
  • საბანკო სისტემის სტაბილურობა;
  • საპროცენტო განაკვეთების გამოქვეყნებული მაჩვენებლები;
  • სავაჭრო ბალანსი;
ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, ევროს კურსზე გავლენას ახდენენ მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკური სააგენტოების პროგნოზები, რომელიც უკავშირდება ევროზონაში განვითარებულ მოვლენებს და პროგნოზები უშუალოდ ევროვალუტასთან დაკავშირებით. თუმცა გასათვალისწინებელია, ევროს კურსზე ასეთი გავლენა საკმაოდ მოკლევადიანია და თუ არ დასტურდება სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებით ტრენდი ისევ უბრუნდება ძველ კალაპოტს.

იმისათვის რომ წინასწარ იცოდეთ რა მნიშვნელოვანი, დაგეგმილი მოვლენა გელით რეალური ვაჭრობის დროს და შესაბამისად მომზადებული დახვდეთ მათ, ამისათვის გამოიყენეთ ფორექსის კალენდარი. მასში მოცემულია ეკონომიკური სიახლის გამოყვეყნების დროები და სხვა სასარგებლო ფუნქციები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Nonfarm Payrolls

Nonfarm Payrolls (არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …