აშშ დოლარის კურსი - რა ახდენს გავლენას მასზე

აშშ დოლარის კურსი – რა ახდენს გავლენას მასზე

აშშ დოლარის კურსი – ეს არის უპირობოდ უმაღლესი კატეგორიის ინდიკატორი არა მარტო სავალუტო, არამედ პლანეტარული მასშტაბის ფინანსური სისტემისათვის. იგი ფორექსზე ყველაზე პოპულარული ვალუტაა. ამის მიზეზი მრავალია. ერთ-ერთი მათგანია ამერიკული ვალუტის შედარებითი არასტაბილურობა. დიახ არასტაბილურობა, იგი არასოდეს დგას ერთ ადგილზე და მუდამ მოძრაობაშია, რაც იწვევს სხვა ფინანსური ინსტრუმენტების პარალელურ მოძრაობას და შესაბამისად ბაზრის ვოლატილობას. ეს კი ისაა, რაც სჭირდება საფინანსო ბაზრებს და ჩვენ – ფინანსური ბაზრების ტრეიდერებს.

აშშ დოლარის კურსი მუდმივად იცვლება, რაც შესაძლებლობას იძლევა სავალუტო სპეკულაციების განხორციელებისათვის.

მაგრამ იმისათვის, რომ დროულად და საჭირო მიმართულებით გავხსნათ ორდერი, საჭიროა ვიცოდეთ ის თუ, რა ფაქტორები ახდენენ გავლენას აშშ დოლარის კურსზე. მათი ცოდნა მოგვცემს შესაძლებლობას დროულად შევიდეთ ბაზარზე და მივიღოთ მაქსიმალური მოგება სავაჭრო პოზიციიდან.

შესაძლებელია გამოვყოთ ორი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც აფორმირებენ ამერიკული ვალუტის ტრენდს. პირველ ჯგუფში შედიან მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობენ თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მეორე ჯგუფს ქმნიან ყველა გარე ფაქტორები, რომლებიც ასე თუ ისე, ზეწოლასა ხდებნენ ვალუტის ფასზე.

აშშ დოლარის კურსი – გავლენის შიდა ფაქტორები

ამ ჯგუფს განეკუთვნება ყველა სიახლე, რომელიც ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური და ფინანსური სფეროს მდგომარეობას, აგრეთვე გასათვალისწინებელია ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომლებიც თავის მხრივ გავლენას ახდენენ ეკონომიკის სფეროზე.

  • ეკონომიკური – გამოქვეყნებული მონაცემები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. რადგან, ყველა მაჩვენებელს არ აქვს გავლენა აშშ დოლარის კურსზე, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს მხოლოდ მნიშვნელოვან ინდექსებს.

ასეთ მაჩვენებლებს მიეკუთვნება: ინფლაციის დონე (სამომხმარებლო ფასების დონე, სამრეწველო ფასების დონე), უმუშევრობის დონე, ერთიანი შიდა პროდუქტი, საგადასახადო ბალანსი. არსებობენ სხვა, არანაკლები მნიშვნელობის ინდექსები, მაგრამ ვაჭრობის დროს მათზე ყურადდღების შეჩერება არ ღირს, რადგან ისინი საგრძნობ ზაგავლენას არ ახდენენ ტრენდზე.
  • ფინანსური – ახასიათებს ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო სექტორს, ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობას და ისეთი მაჩვენებლების ცვლილებას, როგორებიცაა – საპროცენტო განაკვეთი, ფულის მასის მოცულობა, პროცენტი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებზე.
  • ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთი – ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი, რომელიც ყველაზე მეტ ზეგავლენას ახდენს ვალუტის ფასზე არის მისი ზრდის შემთხვევაში ხდება აშშ დოლარის კურსის ზრდა, ხოლო კლების შემთხვევაში აშშ დოლარის ფასი ეცემა.
  • პოლიტიკური – პოლიტიკური სიახლეების უმრავლესობა ზეგავლენას ახდენენ ვალუტის კურსზე. ეს დაკავშირებულია, იმასთან, რომ მაღალი რანგის სხვადასხვა პოლიტიკოსს ეკონომიკურ საკითხებზე აქვს საკუთარი ხედვა (პროგრამა) და შესაბამისად მისი მოსვლა ხელისუფლებაში ზოგჯერ ძირეული ცვლილებებს იწვევს ქვეყნის ეკონომიკაში.
  • ამინდი და კატაკლიზმები – ასევე არ უნდა უგულვებელყოთ სიახლეები ტერაქტებისა და სხვადასხვა ბუნებრივი კატასტოფების შესახებ. ფორექსის ბაზარი მომენტალურად ახდენს რეაგირებას ასეთი ტიპის სიახლეებზე.

იმ ეკონომიკური სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომლებიც გავლენას ახდენენ აშშ დოლარის კურსზე, შეგიძლიათ ფორექსის კალენდარის მეშვეობით, სადაც ფილტრში აირჩიეთ USD.

აშშ დოლარის კურსი – გარე ფაქტორები

ასეთებს მიეკუთვნება ის მოვლენები, რომლებიც ხდება ფულის ერთეულის ქვეყანა ემიტენტის ფარგლებს გარეთ.

  • ნდობა – უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ვალუტის კურსის ბუკვალური კრახი. ნდობის შემცირებისთვის საკმარისია, ბაზრის რომელიმე მსხვილმა მონაწილემ განაცხადოს უარი ანგარიშსწორებისთვის აშშ დოლარის გამოყენებაზე. ამგვარი მოვლენის მაგალითი იყო, როდესაც ერაყმა და ნორვეგიამ ნავთობზე განხორციელებულ სავაჭრო ოპერაციებზე ანგარიშსწორებისათვის უარი თქვეს აშშ დოლარის გამოყენებაზე.
  • ნავთობზე და ოქროზე ფასების ცვლილება – ასევე ზეგავლენას ახდენენ აშშ დოლარის კურსზე. ნავთობზე ფასის ზრდა ცალსახად იწვევს აშშ დოლარის კუსის კლებას, რადგან აშშ დოლარი არის ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელი. აშშ დოლარის კურსი ასეთივე ურთიერთკავშირია ოქროს ფასთან.

ამ თემის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიები დოლარი და ოქრო და დოლარი და ნავთობი

  • კონფლიქტებში მონაწილეობა – ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად მონაწილეობენ კონფლიქტებში. საომარ მოქმედებებში წარმატებები, ან წარუმატებლობა ასევე იწვევენ კურსის რეაქციას.
აშშ დოლართან მიმართებაში გრძელვადიანი პროგნოზირება ძალიან რთული ამოცანაა, ვინაიდან არსებობს უამრავი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის კურსზე და ყველა მათგანის გათვალისწინება – უბრალოდ არა რეალურია.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Nonfarm Payrolls

Nonfarm Payrolls (არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …