აშშ დოლარის კურსის დამოკიდებულება ნავთობის ფასზე და უკუპროპორციულობა

ფუნდამენტალური ფაქტორები წარმოადგენენ ფორესზე ფასების მოძრაობის ძირითად საფუძველს, ისინი ამყარებენ ურთიერთკავშირს ვალუტის კურსებსა და ამა თუ იმ მოვლენებს შორის.

სტატიაში საუბარი გვექნება კორელაციის შესახებ ისეთ მაჩვენებლებს შორის, როგორებიცაა ნავთობის ფასი და აშშ დოლარის ფასი.

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ენერგოდამოკიდებული ეკონომიკაა. აშშ მოიხმარს უამრავი რაოდენობით ნავთობპროდუქტებს, ამიტომ ფასის ცვლილება ნავთობზე იწვევს ნაციონალური ვალუტის კურსის გარდაუვალ ცვლილებას.

ასეთი ურთიერთკავშირის მიზეზები ძალიან სიღრმისეულია, მაგრამ ცვლილებები ფაქტიურად მომენტალურად ხდება, რადგან ბაზარი მიდრეკილია იმისკენ, რომ რეაგირება მოახდინოს ფსიქოლოგიური ფაქტორების ზემოქმედების საფუძველზე მანამდე, სანამ ფუნდამენტალური ცვლილებები მოხდება.

აშშ დოლარის კურსზე ნავთობის ფასის გავლენა არაერთმნიშვნელოვანია, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები, ნავთობპროდუქტების მოხმარებასთან ერთად, აგრეთვე არის შავი ოქროს ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელი და ნავთობპროდუქტების მწარმოებელიც.

აშშ ეკონომიკის სტატისტიკური მონაცემებით, მას არ ჰყოფნის ნავთობის საკუთარი მარაგები, რათა მთლიანად დააკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილებები, მით უმეტეს ქვეყანაში მოპოვებული ნავთობის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე გადის.

ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, აშშ იძულებულია ყოველწლიურად 9 მილიარდ ბარელზე მეტი ოდენობის ნავთობი შეისყიდოს, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აისახება აშშ-ში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო ბაზრებზეც. ხოლო, როგორც ცნობილია, ქვეყანაში წარმოებული საქონლის ღირებულების ზრდა ყოველთვის ნეგატიურად აისახება ნაციონალურ ვალუტაზე.

გარდა ამისა აშშ დოლარის კურსზე გავლენას ახდენს ის გარემოებაც, რომ ნავთობის შესყიდვა, რიგ შემთხვევებში ხორციელდება, სხვა ნაციონალურ ვალუტებზე, რადგან ექსპორტიორები, ნავთობზე განხორციელებული სავაჭრო ოპერაციების ანგარიშსწორებისათვის ყოველთვის არ იყენებენ აშშ დოლარს. მაგალითისათვის ზოგიერთი ქვეყნები, 2008 წლის კრიზის შემდეგ ნავთობზე სავაჭრო ოპერაციების ანგარიშსწორებებს აწარმოებენ ევროპულ ვალუტაზე - ევროზე.

ზემოთ აღნიშნული ორი ფაქტორიდან გამომდინარე ვხედავთ შემდეგ სურათს, ნავთობზე ფასის ზრდის შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე იზრდება აშშ დოლარის მიწოდება, რაც იწვევს მისი კურსის კლებას.

ხოლო, ნავთობზე ფასის კლება, პირიქით, იწვევს აშშ დოლარის კურსის აქტიურ ზრდას ისეთ ვალუტებთან მიმართებაში, როგორებიცაა ევრო, კანადური დოლარი და ზოგიერთი სხვა.

გასათვალისწინებელია უკუპროპორციული დამოკიდებულებაც, აშშ დოლარის გამყარების შემთხვევაში, ნედლი ნავთობის და ნავთობროდუქტების ფასი იწყებს კლებას.

ზემოთაღნიშნული თვისებების შესაძლებელია გამოყენებული იქნას, სანედლეულო ბაზრებზეც.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • fortuta

    baxva - თეორიაში უნდა შემცირდეს, მაგრამ ამას ვერავინ განსაზღვრავს 50%-იანი სიზუსტითაც კი. და ეს არცაა ტრეიდერების საქმე და საზრუნავი, ესეთი კატეგორიებით მარჩიელობენ ჩვენი ქართველი ექსპერტები. ტრეიდერმა არ უნდა იმარჩიელოს. ტრეიდერს უნდა ჰქონდეს გამოცდილი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სავაჭრო სტრატეგია და ამ სტრატეგიების სიგნალებით უნდა ივაჭროს. არის სიგნალი ზევით - უნდა იყოდოს, ქვევით - გაყიდოს. ეს არის მთელი ფილოსოფია.

    Short URL:
  • baxva

    თუ აშშ_ ს ნავთობის მარაგი შემცირდა, მაშინ დოლარის ფასი გაიზრდება თუ შემცირდება ?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top