აშშ დოლარის კურსის დამოკიდებულება ოქროს ფასზე

როგორც ცნობილია, ოქრო წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკების სტაბილურობის ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებელს.

ფინანსისტები ოქროს მშვიდ ნავსაყუდელს უწოდებენ, რადგან ინვესტორები, კრიზისების პერიოდებში, სწორედ ამ ძვირფას მეტალში აბანდებენ ფულს.

ოქროს ფასი მკვეთრად იზრდება, როდესაც დეფოლტის ან მსოფლიო ბაზრების ვარდნის ან ჩამოშლის საშიშროება დგება. მისი ფასი იზრდება მაშინაც, როდესაც პრაქტიკულად ყველა მსოფლიო ვალუტის ფასები ეცემა. ასეთ ვითარებაში აშშ დოლარი გამონაკლისი არ არის.

ამერიკის შეერთებული შტატები ოქროს მეტალის უდიდესი მომპოვებელია. ლოგიკის მიხედვით ოქროზე ფასის ზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ნაციონალური ვალუტის გამყარებას, მაგრამ ჩვენ (ფორექსის) შემთხვევაში სიტუაცია ვითარდება სხვა სცენარით.

ამერიკის შეერთებული შტატები მოპოვებულ ოქროს ექსპორტს პრაქტიკულად არ აწარმოებს და იგი ქვეყნის შიდა ბაზარზე იყიდება, ან გამოიყენება სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქროს მოპოვების მოცულობების ზრდა ან კლება, ფორექსზე აშშ დოლარზე მოთხოვნის ზრდას ან კლებას არ იწვევს, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა მისი (აშშ დოლარის) ფასის ზრდის ან კლების სტიმულირებას, ისე, როგორც ეს ავსტრალიური დოლარის შემთხვევაში ხდება, რომელიც შესამჩნევად იზრდება ოქროს გაძვირების შემთხვევაში, ვინაიდან ავსტრალია ოქროს მეტალის და ნაკეთობების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.

ანუ, ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვება ოქრო დიდი რაოდენობით, ეს აბსოლუტურად არავითარ როლს არ თამაშობს ფორექსის ბაზარზე.

მეორე ფაქტორი, რომელსაც აქვს გავლენა ამ ორი ინსტრუმენტის ურთიერთკავშირზე, არის ის, რომ აშშ დოლარის კურსის კლება წარმოადგენს სიგნალს ძვირფასი მეტალების ფასის ზრდისათვის. მაგალითად, ცნობა უახლოეს პერიოდში აშშ დოლარზე ფასის საგრძნობის კლების პროგნოზირების შესახებ, ყოველთვის იწვევს ოქროზე ფასის ზრდას.

ამიტომ შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად დავასკვნათ - აშშ დოლარის კურსსა და ოქროზე ფასს შორის არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება. თუ მეტალი ძვირდება, მაშინ აშშ დოლარი იაფდება.

აღნიშნული ფაქტორი ფართოდ გამოიყენება სავალუტო წყვილების კორელაციაში. მაგალითად სავალუტო წყვილის AUD/USD ფასი უმრავლეს შემთხვევაში გაიზრდება XAU/USD (ოქრო/აშშ დოლარი) ფასის ზრდასთან ერთად.

ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ არ არსებობს წესები გამონაკლისების გარეშე, ამიტომ რეალური ვაჭრობის დაწყებამდე, ყოველთვის შეამოწმეთ, არჩეული ინტრუმენტების კურსების ურთიერთდამოკიდებულება. რადგან ყველაფერს ახასიათებს პერიოდულობა, ციკლურობა და სხვადასხვა ზეგავლენის ფაქტორები. მაგალითად, ზემოთხსენებული თვისების მიხედვით ზაფხულის პერიოდში, ინსტრუმენტბს შორის შესაძლებელია იყოს დადებითი კორელაცია, ხოლო გაზაფხულზე - უარყოფითი და ა.შ.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top