ონლაინ სიახლეები ფორექსზე

მაშინაც კი, როდესაც თქვენ არ სარგებლობთ სიახლეებზე ვაჭრობის სტრატეგიებით, არ იქნება ზედმეტი სავაჭრო ოპერაციების გახსნა/დახურვისას გაითვალისწინოთ ძირითადი სიახლეები.

ფორექსზე ონლაინ სიახლეები - არის უახლესი ინფორმაცია პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების შესახებ, რომელიც ზეგავლენას ახდენენე ვალუტაზე.

ამგვარი სიახლეების წყაროდ გვევლინება - საინფორმაციო სააგენტოები ან სადილინგო ცენტრები. არსებობს სიახლეების მიღების რამდენიმე საშუალება.

საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც სიახლეებს გვაწვდიან ონლაინ რეჟიმში:

Reuters — ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საინფორმაციო სააგენტო, რომელიც აქვეყნებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებს. ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ საიტზე სიახლეების გამოწერა, მათ შორის რომელიც ფორექსის ბაზარს შეეხება - ფასიანია და იაფი არ ღირს.

Bloomberg – უფრო მეტად ფინანსურ თემატიკაზე სპეციალიზებული სააგენტოა. გადმოსცემს უახლეს ინფორმაციებს ბირჟების, კოტირებების, პოლიტიკის შესახებ - შესაბამის კომენტარებთან ერთად. არსებობს შესაძლებლობა მიიღოთ შეტყობინება უახლესი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ.

Tenfore – საინფორმაციო სამსახური, რომელიც სპეციალურად ტრეიდერებისთვისაა შექმნილი. სიახლეების მიღება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში პირდაპირ კომპიუტერში სატელიტის ან ინტერნეტის მეშვეობით. აღნიშნული სისტემით სარგებლობენ მსოფლიოს დიდი ბანკები და მსხვილი ჰეჯ-ფონდები. სიახლეების გამოწერა ფასიანია. სრულყოფილი ფორექს პაკეტი თვეში დაახლოვებით 100 აშშ დოლარი ღირს. მაგრამ არსებობს უფასო ვარიანტიც.

ამასთან ერთად, ნებისმიერი ბროკერს აქვს ტრეიდერებისათვის სიახლეების მიწოდების საკუთარი სისტემა. ზოგი მათგანი ტრეიდერებს სიახლეებს აწვდის უფასოდ, ზოგი დეპოზიტის გარკვეული თანხით შევსების შემდეგ. თუ გესაჭიროებათ, მაშინ გაარკვიეთ აქვს თუ არა თქვენს ბროკერს ასეთი სისტემა. ჩემს მიერ რეკომენდებულ ყველა ბროკერი ტრეიდერს აწვდის უახლეს ინფორმაციებს საფინანსო ბაზრების შესახებ.

აღნიშნული სტატია ემსახურება იმას, რომ შეგექმნათ ზოგადი წარმოდგენა სიახლეების გამოქვეყნების სისტემის შესახებ, თუმცა ჩემი აზრით წარმატებული ტრეიდინგისათვის სავსებით საკმარისია გამოიყენოთ ეკონომიკური სიახლეების კალენდარი, რომელიც ამ საიტზეა. აგრთვე საფინანსო ბაზრებისადმი თვალყურის დევნებისათვის კარგი ვარიანტია ტელევიზია RBK. ორივე ვარიანტით პირადად ეფექტურად ვსარგებლობ.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin - ლევანი

    მარიამი - სიახლეებში არავითარი განსხვავება არ არის, სტატისტიკა ქვეყნდება ყველგან ერთნაირად. განსხვავება შესაძლებელია იყოს ანალიზში. ყველა სააგენტოს თავისი ანალიტიკური სამსახურები ჰყავს, თუმცა აქაც ძირითად საკითხებზე ყოველთვის თანხვედრებია

    Short URL:
  • მარიამი

    საგრძნობი განსხვავებაა Bloomberg-სა და Reuters ან Tenfore-ს შორის?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top