UTC დრო - უნივერსალური კოორდინირებული დრო

UTC დრო – უნივერსალური კოორდინირებული დრო

თანამედროვე დროის სარტყელების სისტემას საფუძვლად უდევს უნივერსალური კოორდინირებული დრო UTC (მსოფლიო დრო), რომელიც არის დროის ყველა სარტყლისთვის დროის ათვლის წერტილი.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უმრავლესი ქვეყნების (ყველგან არა) ადგილობრივი დრო ზაფხულის პერიოდში იზრდება 1 საათით, (სამხრეთ ნახევარსფეროში ერთდროულად მცირდება 1 საათით), ხოლო ზამთარში უბრუნდება ნორმალურ სარტყელურ დროს, რომელც აგრეთვე ზოგჯერ იცვლება. ამიტომ, ადგილობრივი დროის სეზონური და არასეზონური ცვლილებები კომუნიკაციების საშუალებებში (რადიომაწყებლობა, ტრანსპორტი და ა.შ.), სხვადასხვა ქვეყნებს შორის იწვევენ დიდ გაუგებრობას დროის კოორდინაციის თვალსაზრისით.

UTC დროის გადაყვანა ზამთარში და ზაფხულში არ ხდება, ამიტომ იმ ადგილებისთვის, სადაც ხდება ზაფხულის დროზე გადაყვანა, UTC -სთან შედარებით წანაცვლება – იცვლება.

საწყისი (ნულოვანი) მერიდიანი – გრინვიჩის მერიდიანი გეოგრაფიული განედით 0°00’00”, დედამიწას პირობითად ჰყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროებად. მერიდიანი პირობითად გადის გრინვიჩის ობსერვატორიაზე (ლონდონის გარეუბანი).

GMT (Greenwich Mean Time) – “გრინვიჩის დრო” – გრინვიჩის მერიდიანზე. განისაზღვრება ვარსკვლავების მოძრაობაზე დღეღამური ასტრონომიული დაკვირვების შედეგად. იგი არასტაბილურია (წელიწადში დაახლოვებით 1 წამის ცდომილებით) და დამოკიდებულია დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე, მის ზედაპირზე გეოგრაფიული პოლუსების გადაადგილებაზე და პლანეტის ბრუნვის ღერძის ნუტაციაზე. გრინვიჩის (ასტრონომიული) დრო – GMT თავისი მნიშვნელობით ახლოსაა UTC (ატომურ დროსთან) და ამიტომ, ჯერ ჯიდევ დიდხანს იქნება მისი სინონიმი. არსებობს დროის კიდევ ერთი სისტემა – “ZULU time”.
მეტროლოგიაში GMT-ს აგრეთვე უწოდებენ საშუალო გრინვიჩულ/ან გეოგრაფიულ/ დროს.
გრივიჩის დროისგან განსხვავებით UTC სკალა დგება ატომური საათის მიხედვით. UTC სკალა შემოღებულია 1964 წლიდან UT1 (ასტრონომიული ანათვალი) და TAI (ატომური საათი) კოორდინირებისათვის.

1900 წლიდან დღე გაიზარდა 0,002 ატომური წამით, ამრიგად გრინვიჩის საშუალო დრო სცდება საერთაშორისო ატომური დროს დაახლოვებით 1 წამით ყოველი 500 დღეღამის პერიოდულობით. ორი სკალის ასეთი პროგრესირებადი ფაზური ცდომილების მხედველობაში მიღების შემდეგ და მაღალი სიზუსტის უგულვეყოფის გარეშე, რომელიც ატომურ დროს გააჩნია, 1972 წელს მიღწეული იქნა კომპრომისი, რომლის შედეგადაც მივიღეთ განსაზღვრება – უნივერსალური კოორდინირებული დრო (UTC), რომელიც ამჟამად გამოიყენება, როგორც მსოფლიო დროის ოფიციალური საზომი. UTC დრო იგივე საერთაშორისო ატომური დროა, მაგრამ როდესაც გრინვიჩის დროსთან განსხვავება მიაღწევს 1 წამს, UTC სკალას ემატება 1 წამი, რომელსაც ეწოდება ნახტომი წამი (leap second) . ამრიგად სხვაობა ყოველთვის ნაკლებია ვიდრე 0,9 წამი. ნახტომი წამის დამატების შემთხვევაში ინფორმაცია ვრცელდება დედამიწის ბრუნვის საერთშორისო სამსახურის (IERS) მიერ, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ბრუნვის სიჩქარეს. ნახტომი წამის დამატებისათვის ყველაზე ხელსაყრელი თარიღებია 30 ივნისი და 31 დეკემბერი. სხვათა შორის, UTC ტერმინიც არის კომპრომისული ვარიანტი ინგლისურ CUT (Coordinated Universal Time) და ფრანგულ TUC (Temps Universel Coordlnaire) ტერმინებს შორის.

მსოფლიო კოორდინირებული დრო UTC, ყოველთვის დამოუკიდებელი ორიენტირია მთელი მსოფლიოსთვის. UTC დროსა და არჩეული დროის სარტყელს შორის სხვაობის ცოდნის შემთხვევაში ყოველთვის შესაძლებელია ადგილობრივი დროის გამოთვლა.

საქართველოშო ზუსტი დრო არის UTC+4. საქართველოში დროის სეზონური გადაყვანა არ ხდება.

ტელევიზიით, რადიოთი და ინტერნეტით ზუსტი დრო გადმოიცემა – UTC სისტემით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით