ტრენდის შემობრუნების ფიგურები

ტრენდის შემობრუნების ფიგურები

ტრენდის შემობრუნების ფიგურები – გრაფიკული ანალიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ფორექსზე ვალუტის კოტირებების გრაფიკების ანალიზისას, ნებისმიერრი ტრეიდერის უპირველესი ამოცანაა ტრენდის განსაზღვრა, აგრეთვე ტრენდის მიმართულების ან შემობრუნების დადასტურების სიგნალების გამოვლენა. ამ სტატიაში განვიხილავთ ტრენდის შემობრუნების ფიგურებს.

გრაფიკზე ფიგურების გამოვლენა არ არის ზუსტი მეცნიერება, ეს პროცესი სუბიექტურია თითოეული ტრეიდერისათვის. მაგრამ როგორც ვთქვით, იმისათვის, რომ გავხდეთ წარმატებული ტრეიდერი, სჭიროა ვიაზროვნოთ ისე, როგორც უმრავლესობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ მოგების მიღებას და წაგების მინიმიზაციას. ფორექსის გრაფიკებზე, ვალუტის კოტირებების ფიგურების გამოვლენა, შესაძლებელია შევადაროთ ცაში ღრუბლებზე დაკვირვებას, რომლის დროსაც რაიმე სახის ფიგურები გამოისახება. ცაზე ღრუბლების ერთი და იგივე განლაგებით, სხვადასხვა ადამიანმა მათში შესაძლებელია სხვადასხვა ფიგურა დაინახოს, ვინაიდან ფიგურების დანახვა თითოეულის ფანტაზიის და წარმოსახვის უნარის ნაყოფია. ფორექსის გრაფიკებზეც ფიგურების გამოვლენა ანალოგიური პროცესია, ვინაიდან ასეთ გრაფიკებს მყარი ფორმები არ გააჩნია და მათი ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, არსსებობს ზოგიერთი ფიგურა, რომლებიც ალბათობის გარკვეული ხარისხით შესაძლებელია იყოს ტრენდის შემობრუნების სიგნალი. ასეთი ფიგურების შესხებ იცის ტრეიდერების უმრავლესობამ. ამიტომ, გრაფიკის რაც უფრო დიდი მონაკვეთი გვაგონებს ტრენდის შემობრუნების ფიგურას, მით უფრო ბევრი ტრეიდერი ჩათვლის, რომ მოახლოვებულია ტრენდის შემობრუნების მომენტი. რაც უფრო მეტი ტრეიდერი დაიჯერებს ამას, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ იგი მართლაც მოხდება. თუ შემობრუნების სიგნალი დადასტურებული იქნება სხვა ინდიკატორების მონაცემებითაც, მაშინ ტრენდის შემობრუნების ალბათობა უფრო მეტად იზრდება.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ერთმნიშვნელოვან მინიშნებას, ტრენდის შემობრუნებასთან დაკავშირებით, არ ვაკეთებთ, ვსაუბრობთ მხოლოდ მოვლენის ალბათობაზე. ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზი არ არის ზუსტი პროცესი. თუ ჩვე ვამბობთ, რომ ესა, თუ ის ფიგურა რომელიც გამოისახა გრაფიკზე არის ტრენდის შემობრუნების ფიგურა, ე.ი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ფიგურა ისტორიულ წარსულში ხშირად წარმოადენდა შემობრუნების ფიგურას. ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის. ამიტომ შემობრუნების ფიგურებს მიუდექით სკეპტიციზმით და შეეცადეთ მოახდინოთ ტექანალიზის ინსტრუმენტების პორტფელის დივერსიფიცირება. რაც უფრო მეტი რაოდენობის სხვადასხვა ინდიკატორი გვაძლევს ტრენდის შემობრუნების სიგნალს, მით უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ იგი მოხდება.

სტატიაში განვიხილავთ ტრენდის შემობრუნების ექვს ფიგურას:
  • “თავი და მხრები” (head and shoulders)
  • “გადბრუნებული თავი და მხრები” (inverse head and shoulders);
  • “ორმაგი მწვერვალი” (double top)
  • “ორმაგი ფსკერი” (double bottom);
  • “სამმაგი მწვერვალი” (triple top)
  • “სამმაგი ფსკერი” (triple bottom).

როგორც სახელწოდებებიდან ჩანს ზოგიერთი ფიგურა მიუთითებს დაღმავალი ტრენდის ჩამოყალიბებაზე. ესენია: «თავი და მხრები», «ორმაგი მწვერვალი» და «სამმაგი მწვერვალი». ფიგურები: «გადბრუნებული თავი და მხრები», ««ორმაგი ფსკერი» და «სამმაგი ფსკერი» თავისი არსით პირველი სამი ფიგურის მსგავსია, მაგრამ 180 გრადუსით შემოტრიალებულ ანალოგს წარმოაგდენენ და აღმავალი ტრენდის მოახლოვებაზე მიუთითებენ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ფიგურების მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო ტრენდის ახალი მიმართულების ტენდენციის ჩამოყალიბების გამოვლენა, არამედ იმის გამოთვლაც, თუ რომელ საზღვრებში შეიცვლება ტრენდის ფასი. ანუ ფიგურები იძლევიან არა მხოლოდ ტრენდის ჩამოყალიბების სიგნალს, იმისათვის, რომ გავხსნათ პოზიცია, არამედ იძლევიან საორიენტაციო ფასის ნიშნულსაც – პოზიციის დახურვისათვის. ეს მტკიცებულებაც აგრეთვე არის ალბათობის დონეზე – მას გარკვეული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

სტატიაში განხილული ფიგურები უნდა ვეძებოთ საშუალოვადიანი და მოკლევადიანი პერიოდების გრაფიკზე. იდეალურ ვარიანტად ითვლება დღიური პერიოდის გრაფიკი (დღიური სავაჭრო პერიოდი). შიდადღიურ გრაფიკებზე (საათობრივი და წუთობრივი) აღნიშნული ფიგურები პრაქტიკულად არ ანალიზდება ტრეიდერების მიერ. თუმცა ჩემი აზრით ეს გემოვნებისა და ვაჭრობისადმი მიდგომის ამბავია.

“თავი და მხრები” (head and shoulders)

პირველი განსახილველი ფიგურა არის “თავი და მხრები” (head and shoulders). აღნიშნული ფიგურა წარმოადგენს ფასის ტალღურ რხევას სამი თანამიმდევრული მაქსიმუმით, რომელთა შორისაც შუა მაქსიმუმი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელი მაქსიმუმები. ორი გვერდითა მაქსიმუმი (მარჯვენა და მარცხენა) სიმბოლურად წარმოადგენს “მხრებს” (shoulders). შუა ტალღა სიმბოლურად “თავს” (head) წარმოადგენს. ფიგრის მაგალითი წარმოდგენილია სურათზე.

ფიგურა თავი და მხრები

მნიშვნელოვანია “ყელის” (neckline) დონე, რომელიც წარმოადგენს ხაზს, რომელიც აერთიანებს მოცემული ფიგურის ორ მინიმუმს. როგორც წესი, როდესაც მარჯვენა “მხარი”გადაკვეთს “ყელის” ხაზს. ამ დროს ფასი მყისიერად ეცემა “ყელის” დონიდან “თავის” დონემდე მონაკვეთის ტოლ მანძილზე. ამ სიტუაციას შეუძლია მოგვცეს კარგი პროგნოზი პოზიციის დახურვისათვის. სურათზე “ყელის” ხაზის პარალელურად პუნქტირით დატანილია ორი ხაზი, რომლებიც თანაბარი მანძილებითაა დაშორებული “ყელის” ხაზიდან. ზედა პუნქტირიანი ხაზი გადის “თავზე”, ხოლო ქვედა პუნქტირიანი ხაზი მიგვითითებს ქვედა მოსალოდნელ საზღვარის დონეზე, სადამდეც შესაძლებელია დაეცეს ფასი, მას შემდეგ რაც ფასი გაარღვევს მარჯვენა “მხარის” “ყელის” დონეს. მაგალითზე ჩანს, რომ ქვედა პუნქტირის ხაზი საკმარისად ზუსტი პროგნოზირებადი დონე აღმოჩნდა.

ტრენდის შემობრუნების ფიგურები სასურველია განვიხილოთ (ზოგიერთი თეორიის მიხედვით) გრაფიკზე დატანილ მოცულობების ჰისტოგრამასთან ერთობლიობაში. თუ ჩვენ ველით დაღმავალი ტრენდის ჩამოყალიბებას, როგორც ზემოთ სურათზეა ნაჩვენები, მაშინ ფასის ქვემოთ მოძრაობა უნდა მიმდინარეობდეს მოცულობების ზრდის ფონზე. განსაკუთრებით ეს ეხება მარჯვენა “მხრის” მიერ “ყელის” დონის გარღვევას – ასეთი გარღვევა თანხვედრილი უნდა იყოს მოცულობების მყისიერ ზრდასთან.

“შემობრუნებული თავი და მხრები”

ფიგურა “შემობრუნებული თავი და მხრები” (inverse head and shoulders) სრულად ანალოგიურია “თავი და მხრები”-ს ფიგურისა, იმ განსხვავებით, რომ წარმოადგენს შემობრუნებულ ანალოგს და მიუთითებს აღმავალი ტრენდის შესაძლო ჩამოყალიბებაზე.

“ორმაგი მწვერვალი”

“თავი და მხრები” არის კლასიკური ფიგურა. უფრო ხშირად გრაფიკებზე გვხვდება სიტუაცია, როდესაც ფიგურას არ გაჩნია “თავი” და მხოლოდ ორი ტალღა მიუთითებს ფასის მოსალოდნელ დაცემაზე. ამ შემთხვევაში იგულისხმება ფიგურა “ორმაგი მწვერვალი” (double top). ამ ფიგურასაც აქვს “ყელის” ხაზი, თუმცა მისი გამოვლენა უფრო რთულია, რადგან იგი გადის მონიმუმის მხოლოდ ერთ წერტილზე. ამიტომ “ყელის” ხაზის გრაფიკზე დასატანად ფიგურის იყენებენ ორი მწვერვალის შემაერთებელ ხაზს. ყელის ხაზი მისი პარალელურია. სურათზე წარმოდგენილია მაგალითი. (არსებობს ფიგურა “ორმაგი მწვერვალის” სხვა აღწერაც, რომელიც პირადად ჩემთვის უფრო მისაღებია და მის შესახებ საუბარი მექნება სხვა სტატიაში).

ფიგურა ორმაგი მწვერვალი

ზედა პუნქტირიანი ხაზი გადის ფიგურის ორივე მწვერვალზე. მისი პარალელური გლუვი ხაზი, რომელიც გადის მინიმუმის ლოკალურ წერტილზე განსაზღვრავს ფიგურის “ყელს”. ქვედა პუნქტირიანი ხაზი მისგან დაშორებულია იმავე მანძილზე რა მანძილზეც მისგანვე მდებარეობს ზედა პუნქტირიანი ხაზი. ქვედა პუნქტირიანი ხაზი განსაზღვრავს ფასის შესაძლო დაცემის დონეს, მას შემდეგ, რაც მეორე ტალღის შემდეგ ფასი გაარღვევს “ყელის” ხაზს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ თუ “ყელის” ხაზს ფასი გაარღვევს , მაშინ ფასის დაცემა მოსალოდნელია “ყელის” დონიდან მარჯვენა მწვერვალამდე მანძილის რაოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი მწვერვალები განლაგებული იყოს ერთ დონეზე, ამასთან ერთად, ზედა პუნქტირიანი ხაზი შესაძლებელია იყოს დახრილი.

ისევე, როგორც ფიგურა “თავის და მხრების” დროს, “ორმაგი მწვერვალის” შემთხვევაშიც ფასის დაღმავალი მიმართულება დადასტურებული უნდა იყოს მოცულობების ზრდით, განსაკუთრებით “ყელის” ხაზის გარღვევის დროს.

“ორმაგი ფსკერი”

ფიგურა “ორმაგი ფსკერი” (double bottom) მგავსია “ორმაგი მწვერვალისა”, იმ განსხვავებით, რომ იგი არის მისი შემობრუნებული ანალოგი და მიუთითებს აღმავალი ტრენდის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე.

ზოგიერთ შემთხვევაში გრაფიკზე გამოისახება ფიგურა, რომელიც მოგვაგონებს “თავს და მხრებს”, თუმცა “თავი”, თავისი მაქსიმუმით არ გამოირჩევა ორივე “მხრის” ფონზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენს თვალწინაა ფიგურა “სამმაგი მწვერვალი” (triple top), რომელიც აგრეთვე ტრენდის შესაძლო შემობრუნების სიგნალია. მაგალითი გამოსახულია სურათზე.

ფიგურა სამმაგი მწვერვალი

“ყელის” ხაზის აგების პრინციპი ისეთივეა, როგორც “თავის და მხრების” შემთხვევაში. ფასის დაცემის მოსალოდნელი ზომა განისაზღვრება “ყელის” ხაზსა და მარჯვენა “მხარს” შორის არსებული რაოდენობით. ამ დონის განსაზღვრისათვის სურათზე პუნქტირით დახაზულია ორი ხაზი, რომლებიც სიმეტრიულად არის განლაგებული “ყელის” ხაზის მიმართ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ფასის დაცემა უნდა ემთხვეოდეს მოცულობების ზრდას, რაც ადასტურებს ტრენდის ჩამოყალიბებას.

“სამმაგი ფსკერი”

ფიგურა “სამმაგი ფსკერი” (triple bottom) მგავსია “სამმაგი მწვერვალისა”, იმ განსხვავებით, რომ იგი არის მისი შემობრუნებული ანალოგი და მიუთითებს აღმავალი ტრენდის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე.

ჩვენ განვიხილეთ ტრენდის შემობრუნების ფიგურების სამი ტიპი. ამ კონტექსტით, ტრენდის შემობრუნებაში შესაძლებელია ვიგულისხმოთ ახალი ტრენდის ჩამოყალიბება, ან ფასის ცვლილება მომავალში. ტრენდის შემობრუნების ფიგურები, არა მარტო მიუთითებენ ტენდენციის შესაძლო ცვლილებაზე, არამედ გვაჩვენებენ იმ დონეს, რომელამდეც ფასი აიწევს ან დაიწევს. ტრენდის შემობრუნების ფიგურები გამყარებული უნდა იქნას სხვა სიგნალებითაც, მაგალითად მოცულობების ჰისტოგრამის ცვლილებით.

უნდა გვახსოვდეს, რომ გრაფიკზე ხშირად გამოსახულა ამ სტატიაში განხილული ფიგურები, თუმცა მოსალოდნელი შედეგი არ დამდგარა და ტრენდი არ შეცვლილა. ამიტომ, ვიმეორებ ამგვარი ფუგურების მიმართ განეწყვეთ გარკვეული სკეპტიციზმით (იგნორირება არასოდეს გაუკეთოთ მათ) და ყოველთვის ეძიეთ სხვა, დამადასტურებელი სიგნალებიც – ტექნიკური ანალიზის სხვა ინდიკატორების გამოყენებით. რაც უფრო მეტი ინდიკატორი მიუთითებს ახალი ტრენდის ჩამოყალიბებაზე, მით უფრო სავარაუდოა, რომ ეს ნამდვილად მოხდება.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.