მცოცავი საშუალო (moving averages) – ფინანსური ბაზრის უმარტივესი ტექნიკური ინდიკატორია. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ინდიკატორი არის ტექნიკური ანალიზის უძველესი ინსტრუმენტი, ამიტომ იგი (მისი ნაირსახეობები) ფართოდ გამოიყენება პროფესიონალი ტრეიდერების მიერ, რაც თავის მხრივ განაპირობებს ინდიკატორის მიმართ ჩვენს უმთავრეს ინტერესსაც. ვინაიდან უნდა გვესმოდეს, რომ წარმატებული ტრეიდინგისთვის საჭიროა პროფესიონალი ტრეიდერების ქცევის მოდელების კოპირება.
განზოგადებული გაგებით, მცოცავი საშუალოების მეშვეობით შესაძლებელია მივიღოთ წარმოდგენა ჩამოყალიბებული ტრენდის შესახებ, აგრეთვე პოზიციების გახსნისა და დახურვის ეფექტური წერტილები. ითვლება, რომ მცოცავი საშუალოს მრუდები განსაზღვრავენ ტრენდს.
მცოცავი საშუალო (Moving averages) სახეობები
- მარტივი მცოცავი საშუალო (simple moving average);
- შეწონილი მცოცავი საშუალო (weighted moving average);
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალო (exponential moving average);
ყოველ მათგანს გააჩნია გამოყენების საკუთარი თავისებურებები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები. თვითოეულ მათგანს ჩვენ განვიხილავთ უფრო დაწვრილებით შედგომ სტატიებში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით