საგარანტიო უზრუნველყოფა (შემდგომ ტექსტში შემოკლებით – სუ) განსაზღვრავს თანხას, რომლითაც შევძლებთ პოზიციის გახსნას. თუ სუ=100%, 1 000 აშშ დოლარის შემთხვევაში, პოზიციის გახსნას შევძლებთ მხოლოდ და მხოლოდ 1 000 აშშ დოლარით.
თუ სუ=10% (ანუ საკრედიტო მხარი არის 1:10), მაშინ პოზიცია განისაზღვრება 10 000 აშშ დოლარით, ხოლო თუ სუ=1% (ფორექსის ბაზარზე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა), პოზიცია 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტია. ანუ ასჯერ მეტი ვიდრე საბროკერო ანგარიშზე გვაქვს.
ზემოთ ხსენებული განვიხილოთ, რომელიმე “X” სააქციო საზოგადოების მაგალითზე:
- თავისუფალი თანხა – 20 000 აშშ დოლარი;
- “X” სააქციო საზოგადოების ერთი აქციის ფასია 3 800 აშშ დოლარი;
- ფიუჩერსის ფასი (კონტრაქტის მოცულობა – 10 აქცია) შეადგენს 38 000 აშშ დოლარს;
- საგარანტიო უზრუნველყოფა 15% – 5 700 აშშ დოლარი;
დავუშვათ, ერთი კვირის განმავლობაში აქციის ფასი გაიზარდა და გახდა 3 900 აშშ დოლარი. შესაბამისად შეიცვალა ფიუჩერსის ფასიც – ანუ იგი უკვე ივაჭრება 3 900 აშშ დოლარად.
თავდაპირველად განვიხილოთ სიტუაცია, როდესაც მთლიანი თანხით შევიძენდით აქციებს საფონდო და არა ფიუჩერსულ ბირჟაზე. როდესაც ანგარიშზე გვაქვს 20 000 აშშ დოლარი, შეგვიძლია ვიყიდოთ 20 000 / 3 800 = 5 აქცია (სულ 19 000 აშშ დოლარად), ამასთან დეპოზიტზე დაგვრჩება 1000 აშშ დოლარი. კვირის ბოლოს გავყიდეთ ეს 5 აქცია ახალ ფასად 3 900 აშშ დოალრად, მოგებამ თითო აქციაზე შეადგინა 100 აშშ დოლარი, რაც ჯამში 500 აშშ დოლარია. კვირის ბოლოს ანგარიშზე ნაშთის სახით გვაქვს 20 500 აშშ დოლარი, ამიტომ მოგებამ პროცენტულ გამოხატულებაში შეადგინა 2,5%.
ეხლა განვიხილოთ სიტუაცია, როდესაც აქციების ნაცვლად ვყიდულობთ ფიუჩერსს ფიუჩერსულ ბირჟაზე. საგარანტიო უზრუნველყოფა შეადგენს 15%-ს, ანუ 5 700 აშშ დოლარს. ფიუჩერსების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ამ თანხით შეგვიძლია შევიძინოთ არის – 3 (ვხარჯავთ 17 100 აშშ დოლარს), ამასთან 2 900 აშშ დოლარი გვრჩება დეპოზიტზე. შეძენილი სამი ფიუჩერსის ფულადი ექვივალენტია 114 000 აშშ დოლარი. მიაქციეთ ყურადღება, ნაცვლად 19 000 (აქციების შემთხვევაში), ჩვენ გავხსენით (!) 114 000 აშშ დოლარის მოცულობის პოზიცია. კვირის ბოლოს აქციების ფასი გაიზარდა და მასთან ერთად გაიზარდა ფიუჩერსული კონტრაქტის ფასიც, ამჟამად იგი 39 000 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო ჩვენი ღია პოზიციების ღირებულებამ შეადგინა 117 000 აშშ დოლარი. პოზიციის დახურვის შედეგად ფინანსური რეზულტატია: 117 000 – 114 000 = 3 000 აშშ დოლარი. დეპოზიტზე “გაყინულ” თანხასთან ერთად (2 900 აშშ დოლარი), სახეზე გვაქვს 23 000 აშშ დოლარი, მაშასადამე მოგება პროცენტულ გამოხატულებაში 15%-ს შეადგენს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით