როგორც უკვე ვიცით, ფიუჩერსი არის საბაზო აქტივების წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი.
მსოფლიოს სხვადასხვა ბირჟაზე ძირითადში ერთი და იგივე საბაზო აქტივები ივაჭრება, თუმცა განსხვავებები მაინც არსებობს. ეს გამომდინარეობს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური სპეციფიკიდან და საბაზო აქტივის აქტუალურობიდან. ის რაც აქტუალური იყო 2009 წელს, შესაძლებელია 2015 წელს აღარ ივაჭრებოდეს და პირიქით. ასევეა ეკონომიკური სპეციფიკაც, თუ კონტრაქტი РТС ინდექსზე აქტუალურია მოსკოვის საფონდო ბირჟისთვის, იგივე ინდექსი ვერაფრით ვერ ივაჭრებს ჩიკაგოს ბირჟაზე.
მაგრამ სავაჭრო კატეგორიები ყველა ბირჟაზე ერთი და იგივეა:
- ვალუტები;
- ინდექსები;
- აქციები;
- საპროცენტო განაკვეთები;
- სასაქონლო კონტრაქტები;
ზოგად კონტექსტში უნდა ითქვას:
- მსოფლიოს ყველა ბირჟა დამოკიდებულია იმ სიახლეებზე, რომლებიც გენერირდება ამერიკულ სავაჭრო მოედნებზე. დროის სარტყელების განსხვავების გამო, ზოგიერთი ბირჟის სავაჭრო სესიები ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ღამის პერიოდია და შესაბამისად საქმიანი ცხოვრება არ ჩქეფს, ამიტომ ზოგიერთ ბირჟაზე არსებობს დამატებითი ე.წ. საღამოს ან დილის სესიები (თუ ამის საშუალებას დროის სარტყელი იძლევა), სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს ამერიკის სავაჭრო მოედნების პარალელურად. ბირჟებზე სესიების განრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ თავად ბირჟის ვებ-საიტზე და შესაბამისად განსაზღვროთ, დროის თვალსაზრისით თუ როგორი გადაკვეთა აქვს ამ ბირჟას ამერიკულ სავაჭრო მოედნებთან;
- ბირჟების უმრავესობაზე კლირინგი ხორციელდება დღეში ორჯერ. აგრეთვე შესაძლებელია იყოს შუალედური კლირინგის ეტაპიც;
- სავაჭრო ინსტრუმენტების სიას, ფიუჩერსული კონტრაქტების სპეციფიკაციას, საგარანტიო უზრუნვეყოფის ოდენობას, საგარანტიო უზრუნველყოფის მინიმალურ საბაზო დონეს და სწრაფი ბაზრის კონტრაქტების ვაჭრობისა და გარიგებების შედეგების არქივს – ასევე გაეცნობით კონკრეტული ბირჟის ვებ საიტზე;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით