ფიუჩერსი (“Futures” – კონსტრუქცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მოქმედება მოხდება ეხლა, მაგრამ რეზულტატი გამოყენებული იქნება მომავალში) – არის წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი.
ფიუჩერსი არის საბაზო აქტივის ყიდვა-გაყიდვის სწრაფი კონტრაქტი, რომლის დადების შემთხვევაში მხარეები უთითებენ მხოლოდ ფასს და მიწოდების თარიღს. ფიუჩერსული კონტრაქტი, ბირჟის წინაშე ავალდებულებს მხარეებს, თავად კონტრაქტის შესრულებამდე.
ბირჟის მოთხოვნილებაა საბაზო აქტივის შესაბამის ხარისხი და რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს კონტრაქტში. ფიუჩერსის გაყიდვა ნიშნავს ფიუჩერსული კონტრაქტის დადებას საბაზო აქტივის გამყიდველის სახელით. ფიუჩერსის ყიდვა ნიშნავს ფიუჩერსული კონტრაქტის დადებას საბაზო აქტივის მყიდველის სახელით (მაგალითად: აქციები).
მაგალითად: გვაქვს მზესუმზირის ზეთის მწარმოებელი ქარხანა, რისთვისაც ნედლეულად გვჭირდება მზესუმზირა. გაზაფხულზე ვერასოდეს განვსაზღვრავთ მზესუმზირის ფასს, რომელიც იქნება შემოდგომაზე, იმიტომ რომ არავინ იცის თუ როგორი იქნება მიმდინარე წლის მოსავალი. ამიტომ წარმოების დაზღვევის მიზნით, შეგვიძლია დავდოთ კონტრაქტი ფერმერთან გაზაფხულზევე. ამ ხელშეკრულებაში მივუთითებთ, რომ ვალდებული ვართ შემოდგომაზე ვიყიდოთ მის მიერ მოყვანილი მზესუმზირა – შესაბამისი რაოდენობით და შესაბამის ფასად.
წარმოვიდგინოთ, რომ დავდეთ კონტრაქტი, რომელშიც ერთი ტონა მზესუმზირის ფასი 8 ათასი აშშ დოლარია. ზაფხულში კარგი ამინდები იყო და წლის მოსავალი აღმოჩნდა საკმაოდ ნაყოფიერი. შესაბამისად, მიწოდებამ გადააჭარმა მოთხოვნას და მზესუმზირის სპოტური ფასი (მიმდინარე, შემოდგომის ფასი) ტონაზე 6 ათასი აშშ დოლარია, ჩვენ კი ფიუჩერსული კონტრაქტის მიხედვით, ვალდებულნი ვართ ერთი ტონა მზესუმზირა ვიყიდოთ 8 ათას აშშ დოლარად. მაშასადამე, ამავე კონტრაქტის მიხედვით, ყოველ ერთ ტონა მზესუმზირაზე ვზარალობთ 2 ათას აშშ დოლარს. ფერმერი კი პირიქით – მოგებაშია.
შესაძლებელია საპირისპირო სიტუაციაც, როდესაც მოსავლიანობა დაბალია და სპოტურ ბაზარზე (მიმდინარე, შემოდგომის ბაზარზე) ერთი ტონა მზესუმზირის ფასი 10 ათასი აშშ დოლარი გახდა. ფერმერი კი ვალდებულია მოგვაწოდოს მზესუმზირა ფიუჩერსული კონტრაქტით გათვალისწინებული ფასით, ანუ 8 ათას აშშ დოლარად. ასეთ ვითარებაში, ფიუჩერსული კონტრაქტის წყალობით, ჩვენი ეკონომია შეადგენს 2 ათას აშშ დოლარს, ხოლო ფერმერი ზარალში არ არის, მაგრამ 2 ათასი აშშ დოლარის წაგებაშია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით