ფიუჩერსული კონტრაქტების დადება შესაძლებელია საბაზო აქტივების უმრავლესობაზე, ფინანსურით დაწყებული, დამთავრებული ენერგოპროდუქტებით. არსებობს ფიუჩერსები საკრედიტო განაკვეთებზე, საბირჟო ინდექსებზე, სავალუტო კურსებზე და ა.შ.
როდესაც იდება საბაზო აქტივის (მაგალითად მზესუმზირა) მიწოდების ფიუჩერსული კონტრაქტი, ასეთ კონტრაქტს უწოდებენ – მიწოდებით კონტრაქტებს. ფიუჩერსის ექსპირაციის დროს (მასზე საანგარიშწორებო თარიღის დადგომა ), მხარეები ვალდებულები არიან შეასრულონ კონტრაქტის პირობები – მიაწოდონ საქონელი და გამოისყიდონ იგი. ასეთი კონტრაქტები იდება გამყიდველების მიერ, რომლებიც – ჰეჯერების კატეგორიაში შედიან. ესენი არიან საქონლის/პროდუქციის მწარმოებლები (სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ენეგეტიკული და სხვა), რომლებიც აზღვევენ რისკებს და გაყავთ საქონელი სწრაფ ბაზარზე. მზესუმზირისა და ზეთის მაგალითში მყიდველიც და გამყიდველიც ჰეჯერები არიან.
გარდა ამისა არსებობს ფიუჩერსებით მოვაჭრე ტრეიდერების ჯგუფი, რომლებიც – სპეკულანტების კატეგორიაში შედიან. როგორც წესი ისინი – ინვესტორები, საინვესტიციო კომპანიები, ბანკები და კერძო ტრეიდერები არიან, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ არც ფასების ცვლილების რისკთან და არც თავად საქონელთან. მათი ამოცანაა – მოგების მიღება ფიუჩერსული კონტრაქტის დადებით – საქონლის გაყიდვაზე, რომლის ფასი მოსალოდნელი პერსპექტივით დაიკლებს, ან საქონლის ყიდვით, რომელიც პერსპექტივაში გაძვირდება.
საბაზო აქტივის მიწოდების გარეშე ფიუჩერსული კონტრაქტის დადებისას, საქონლის მყიდველი ერთგვარად (ვირტუალურად) იღებს ვალდებულებას, გამყიდველისგან იყიდოს საქონელი მომავალში (წინასწარ შეთანხმებულ ფასად), ხოლო შემდეგ პირიქით, (!) სწრაფად გაყიდოს იგი სპოტურ ფასად (მიმდინარე ფასი მომავალში, ფიუჩერსის ექსპირაციისას). ამ ოპერაციის ფულადი სხვაობა წარმოადგენს, ფიუჩერსული კონტრაქტის მხარეების მოგებას/წაგებას.
იშვიათობაა, როდესაც სპეკულანტები ელოდებიან ფიუჩერსის ექსპირაციას. მათთვის ეს არ არის აუცილებელი. სპეკულანტები დებენ ოფსეტურ (შებრუნებულ) გარიგებას: თუ იყიდეთ ფიუჩერსი, მაშინ კარგი სიტუაციის პირობებში, შეგიძლიათ გაყიდოთ იგი, რითიც ხურავთ პოზიციას და გადიხართ ბაზრიდან. ან პირიქით – ფიუჩერსული კონტრაქტის გაყიდვის შემდეგ, შეგიძლიათ იყიდოთ იგი.
ფიუჩერსული კონტრაქტი – სახეობები
- მიწოდებითი;
- საანგარიშსწორებო;
საანგარიშსწორებო ფიუჩერსების შემთხვევაში, მათი ექსპირაციისას ხდება მხოლოდ პოზიციების დაანგარიშება და კონტრაქტის მონაწილეების საბროკერო ანგარიშებზე მოგების ან წაგების დარიცხვა. ფიზიკური აქტივის მიწოდება არ ხდება. საანგარიშსწორებო ფიუჩერსებისგან განსხვავებით, მიწოდებით ფიუჩერსებზე, გარიგების შესრულების მომენტში საქონელი ყოველთვის მიეწოდება მყიდველს.
საქონელზე (საბაზო აქტივი) ფიუჩერსის ყიდვის ან გაყიდვის დროს, ტრეიდერი უშუალოდ არ მუშაობს აქტივთან, ტრეიდერი არასოდეს არც ყიდულობს და არც ყიდის მას (!), ტრეიდერი იძლევა მხოლოდ მომავალში ყიდვის ან გაყიდვის პირობას. ამიტომ ფიუჩერსული გარიგების განხორციელებისას, არ არის საჭირო კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხის გადახდა. საკმარისია ანგარიშზე მარჯის შეტანა, რომელიც 2-დან 20-პროცენტამდე ვარირებს, ეს მარჯა არის მომავალში, კონტრაქტით გათვალისწინებული აღებული ვალდებულების შესრულების ერთგვარი გირაო და გარანტი.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით