სარჩევი
ბექვორდაცია და კონტანგო – ფიუჩერსული კონტრაქტებისთვის დამახასიათებელი ცნებებია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
გასაგებია, რომ ფიუჩერსის ფასი ეფუძნება საბაზო აქტივის ფასს. თუ, ექსპირაციის დროს აქტივის ფასი სპოტურ ბაზარზე არის ათასი აშშ დოლარი, მაშინ ფიუჩერსის ფასიც (ერთი აქციის მოცულობის კონტრაქტის პირობებში) არის ათასი აშშ დოლარი. მაგრამ როგორც წესი, ექსპირაციამდე კონტრაქტის და აქტივის ფასები ერთმანეთისგან განსხვავდება.
მაგალითად, ექსპირაციამდე ფიუჩერსული კონტრაქტის ფასი უფრო მეტია ვიდრე აქტივის ფასი. ეს არის – კონტანგო, სიტუაცია, რომელიც დამახასიათებელია საფონდო ინდექსების და აქციების კონტრაქტებისათვის. როდესაც ფიუჩერსის ფასი აქტივის ფასზე ნაკლებია – ეს არის ბექვორდაცია, ანუ საპირიპირო ცნება.
ბაზისის ცნება
ფიუჩერსის ფასწარმოქმნა გამოითვლება ფორმულით:
F = P x (1 + R x T / 365), სადაც
- F – ფიუჩერსის ფასი;
- P – საბაზო აქტივის ფასი სპოტურ ბაზარზე;
- T – დრო, რომელიც დარჩენილია კონტრაქტის შესრულებამდე (დრეების რაოდენობა);
- R – მიმდინარე საპროცენტო განაკვეთი;
დავუშვათ, რომ ბირჟის ინდექსი შეადგენს 1 260 პუნქტს, ამ დროს ფიუჩერსი ინდექსზე ივაჭრება დონეზე – 1 280. მაშასადამე ინდექსის კონტანგო არის 20 პუნქტი. და რაც უფრო შორსაა კონტრაქტის ექსპიტაცია და რაც უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი, მით უფრო დიდ კონტანგოს მაჩვენებელს დავინახავთ. ფიუჩერსის ექსპირაციის მოახლოვებასთან ერთად, კონტანგო მცირდება და ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მთელის მეათედის ოდენობის ხდება ან სულაც ნულს უტოლდება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით