ფორექსის სტრატეგია PROFIT v.2 მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას მაღალვოლატილურ სავალუტო წყვილებზე.
- სავალუტო წყვილი – GBP/USD (რეკომენდირებული, ვინაიდან არის მაღალვოლატილური);
- სავაჭრო ლოტი 0,1 ყოველ 400 $ დეპოზიტზე;
ფორექსის სტრატეგია PROFIT v.2 – ალგორითმი:
ევროპული სესიის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ვდებთ 2 გადადებულ ორდერს.
- 1) BuyStop – მიმდინარე დღის ფასის მაქსიმალურ მნიშვნელობაზე (+1 პუნქტი);
- Stop-Loss – ვდებთ დღიური ფასის მინიმალურ მნიშვნელობაზე (-1 პუნქტი);
- Take-Profit განისაზღვრება შემდეგი სახით:
მიმდინარე დღის ფასის მაქსიმალური ფასიდან, მინიმალურ ფასამდე ვჭიმავთ ფიბინაჩის ინდიკატორს (ევროპული სესიის დასაწყისი +30 წუთის მდგომარეობით ). ტეიკ პროფიტის მიზნია ინდიკატორის 161.8% დონე.
- 2) SellStop – ვაყენებთ დღიური ფასის მინიმალურ მნიშვნელობაზე (-1 პუნქტი);
- StopLoss – ვაყენებთ ფასის დღიურ მაქსიმალურ მაჩვენებელზე (+1 პუნქტი);
- Take-Profit განისაზღვრება შემდეგი სახით:
მიმდინარე დღის ფასის მინიმალური ფასიდან და მაქსიმალურ ფასამდე ვჭიმავთ ფიბინაჩის ინდიკატორს (ევროპული სესიის დასაწყისი +30 წუთის მდგომარეობით ). ტეიკ პროფიტის მიზნია ინდიკატორის 161.8% დონე.
თუ, სავაჭრო ორდერების დადების მომენტში, ფასი იგივეა, რაც მიმდინარე დღის ფასის მაქიმალური ან მინიმალური მაჩვენებელი, მაშინ ორდერებს ვდებთ მიმდინარე ფასიდან მინიმალურად შესაძლო მანძილზე (დამოკიდებულია ბროკერზე და ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე, როგორც წესი ვოლატილობიდან გამომდინარე იგი მერყეობს 3-10 პუნქტის ფარგლებში), ან ველოდებით კორექციას და მხოლოდ ამის შემდეგ ვდებთ ორდერს, ან მიმდინარე ფასით ვხსნით ორდერს.
თუ ორდერების დადების მომენტში მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის 50-70 პუნქტზე მეტი დაშორებაა (ანუ ფასის მოძრაობა იდენტიფიცირდება როგორც “ძლიერი მოძრაობა”), მაშინ ამ დღეს საერთოდ არ ვვაჭრობთ, ან ვვაჭრობთ მხოლოდ ტრენდის მიმართულებით ფიქსირებული ტეიკ პროფიტით – 20-30 პუნქტი.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით