Market order/საბაზრო ორდერი/Рыночный ордер

Market order/საბაზრო ორდერი/Рыночный ордер – თავისი არსით არის კლიენტის მიერ, თავისი ბროკერისადმი გაცემული ბრძანება - შესაბამის სავალუტო წყვილზე, კონკრეტული მოცულობით, ფორექსის ბაზარზე მიმდინარე ფასის მიხედვით, სავაჭრო პოზიციის გახსნის ან დახურვის შესახებ.

საბაზრო ორდერის დამუშავება ხდება მყისიერად, ან საერთოდ არ ხდება (რეკვოტი), ზოგიერთი ბროკერი "ახერხებს" (ასეთ სადილინგო ცენტრებს ფორექს ჟარგონზე "ფორექს სამზარეულოებს" ეძახიან) ორდერი დაამუშავოს რამდენიმე წამის განმავლობაში, რაც, მერწმუნეთ დამატებით დისკომფორტს ქმნის ორდერის გახსნის მომენტში, ვინაიდან, ზოგჯერ რამდენიმე წუთიც კი საკმარისია, რომ ფასმა რამდენიმე ათეული პუნქტი გაიაროს.

ორდერის გახსნა ბაზრის მიხედვით გულისხმობს, რომ იგი გაიხსნება ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა ფასი გასცდა გარკვეული მანძილით განცხადებულ ფასს. აღნიშნული პარამეტრი რეგულირდება ორდერის გახსნის ფანჯარაში და შესაძლებელია ვარირებდეს 1-დან 10 პუნქტამდე, მისი დაყენებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფასიდან გადახრის დიდი ზომა აუცილებლად იქონიებს გავლენას სავაჭრო პოზიციის ფინანსურ რეზულტატზე.

საბაზრო ორდერების გახსნა არ არის რეკომენდებული ყველაზე მოკლევადიან ტაიმ ფრეიმებზე, მაშინ როდესაც წარმატებული ტრეიდინგისთვის ყოველ პუნქტს აქვს დიდი მნიშვნელობა.

სავაჭრო ტერმინალი Meta Trader 4 იძლევა, როგორც საბაზრო ორდერების, ანუ სავაჭრო პოზიციების გახსნის ბრძანების გაცემის, ასევე მათი მდგომარეობის კონტროლირების საშუალებას.

საბაზრო ორდერი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ორი სახის - გაყიდვის და ყიდვის. მათ შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატია - ფორექს ორდერების სახეობები და მათი დაყენების წესები.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top