Ask Price/Ask ფასი/Цена ask

Ask Price/Ask ფასი/Цена ask – სხვაგვარად მას, მოთხოვნის ფასს, ან ყიდვის ფასს უწოდებენ.

Ask ფასის მიხედვით ხდება ყიდვის პოზიციის გახსნა, ანუ Ask ფასით ყიდულობთ ვალუტას ნებისმიერ ბანკში და ვალუტის გადაცვლის პუნქტში.

ორმხრივ კოტირებაში, Ask ფასი რიცხობრივი გამოხატულებით უფრო მეტია და დგას პირველ ადგილზე, ვიდრე მეორე - Bid ფასი, რომელსაც გაყიდვის ფასს უწოდებენ. (მაგალითად: 1.3459/1.3457)

Ask და Bid ფასებს შორის არსებობს ერთგვარი წყვეტა, რომელიც ფინანსური ბაზრისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოქმნის. Ask ფასსა და Bid ფასს შორის სხვაობას სპრედს უწოდებენ. ორდერის გახსნისთანავე, სავაჭრო ტერმინალში სპრედი გამოისახება უარყოფითი ფინანსური რეზულტატის სახით და მოგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფასი გადალახავს მას. სპრედის რაოდენობაზე საკმაოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული ფორექსზე ვაჭრობის დროს. ამ თემის შესახებ ინფორმაცის შეგიძლიათ წაიკითხოთ საიტის სხვა სტატიებში.

ყიდვისა და გაყიდვის ფასები გამოიყენება ყველა სახის საფინანსო ბაზარზე.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top