Arbitrage/არბიტრაჟი ფორექსზე/Арбитраж форекс

Arbitrage/არბიტრაჟი ფორექსზე/Арбитраж форекс – არის ვაჭრობის ურისკო სახეობა, როცა განხორციელდა ერთი და იგივე ვალუტის ყიდვა და გაყიდვა სხვა ვალუტის საპირისპიროდ, იმისათვის, რომ მიღებული იქნას მოგება ორი კონტრაგენტის ფასთა სხვაობის გამო.

იგივე:

არის სავაჭრო ოპერაცია, რომლის დროსაც ერთდროულად ხდება ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ორ ან მეტ ბაზარზე, ასევე აღნიშნული ოპერაცია შესაძლებელია განხორციელდეს ფორექსის ერთი ბაზრის შიგნითაც, მაგრამ ამ დროს ყიდვის და გაყიდვის დროებს შორის გასული უნდა იყოს გარკვეული პერიოდი, რათა მოგების მისაღებად გაყიდვა შესაძლებელი გახდეს უფრო მაღალ ფასებში.

არბიტრაჟს საფუძვლად უდევს მოგების მიღება სავალუტო კურსების სხვაობის ხარჯზე, ამიტომ ამგვარი ვაჭრობისას წარმატების მისაღწევად საჭიროა ბაზარზე არსებობდეს დინამიური ტრენდი. რომლის დროსაც ვალუტის კურსი მუდმივად ეცემა და იზრდება. სწორედ ამ ტრენდის მიმართულებაზე არის დამოკიდებული გახსნილი ორდერის სახეობა.

არბიტრაჟი ყიდვის დროს - თუ ვალუტის ფასი (სავალუტო წყვილის ფასი) სხვა ვალუტასთან მიმართებაში იზრდება, მაშინ იხსნება ყიდვის ორდერი, ამ შემთხვევაში მოგება წარმოიქმნება ადრე ნაყიდი ვალუტის უფრო მეტ ფასში გაყიდვის ხარჯზე. მაგალითად: ვთქვათ ნაყიდია 1 ევრო 1,2500 დოლარად, 5 საათში კურსი გაიზარდა 1,2550-მდე - ვხურავთ ორდერს ნაყიდი ვალუტის გაყიდვით. რეზულტატად ვიღებთ 50 პუნქტის მოგებას.

არბიტრაჟი გაყიდვის დროს - თუ ვალუტის ფასი სხვა ვალუტასთან მიმართებაში კლებულობს, მაშინ მთავარი ამოცანაა გავყიდოთ ვალუტა უფრო მეტ ფასად, ხოლო ამის შემდეგ დავხუროთ იგივე მოცულობის პოზიცია უფრო დაბალ ფასად.

გარდა ამისა ფორექსზე არბიტრაჟის განხორციელებისას არ უნდა დაგვავიწყდეს ყიდვასა და გაყიდვას შორის განსხვავება ე.წ. სპრედი (შუამავლის საკომისიო ამონაგები), რის გამოც ერთი და იგივე დროს, გაყიდვის და ყიდვის ფასი განსხვავდება ერთმანეთისგან გარკვეული რაოდენობის პუნქტით. სპრედის მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, სადაც წარმოდგენილია ნაღდი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსთა სხვაობა.

ზემოთაღნიშნული ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში კომპიუტერის, ინტენეტის და ფორექსის ბროკერთან გახსნილი ანგარიშის მეშვეობით.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top