მეტალების კოტირებები - ოქრო, ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი, ალუმინი, სპილენძი, ნიკელი

მეტალების კოტირებები – ოქრო, ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი, ალუმინი, სპილენძი, ნიკელი

სტატიას და წარმოდგენილ ბმულებს აქვს გაცნობითი ხასიათი, იმისათვის, რომ დამწყებ ტრეიდერებს შეექმნათ ზოგადი წარმოდგენები ისეთი სავაჭრო ინსტრუმენტების შესახებ, როგორებიცაა: ოქრო, ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი, ალუმინი, სპილენძი და ნიკელი.

წარმოდგენილი კოტირებები შესაძლებლობას გვაძლევს მეტალების ბაზარზე მიმდინარე სიტუაცია შევაფასოთ ონლაინ რეჟიმში.

  • ოქრო (Gold) – ფასი მითითებულია ტროას უნციებში (მასის საზომი ერთეული), რომელიც იწონის 31.1034768 გრამს. მაშასადამე კოტირებაში ვხედავთ 1 ტროას უნციის ფასს. ანუ, თუ 1 ტროას უნციის ფასი კოტირებაში არის 1739 აშშ დოლარი, მაშასადამე ერთი გრამი ოქროს ფასი მიმდინარე მომენტში ყოფილა 55,53 აშშ დოლარი. გასათვალისწინებელია, რომ ოქროს საბანკო ფასი და ოქროს ფასი ბირჟაზე როგორც წესი განსხვავდება ერთმანეთისგან. ოქრო/აშშ დოლარის კოტირება ბირჟაზე გამოისახება სიმბოლოთი – XAU/USD.

  • პლატინა (Platinum) – ამ ლითონის საზომი ერთეულია ტროას უნცია და ერთი სტანდარტული ლოტის მოცულობა უდრის 5 უნციას.

  • ვერცხლი (Silver) – კოტირება გამოისახება ერთ უნციაში, ფორექსზე ვაჭრობისას ერთი სტანდარტული ლოტის მოცულობა უდრის 500 უნციას. ოქრო/აშშ დოლარის კოტირება ბირჟაზე გამოისახება სიმბოლოთი – XAG/USD.

  • პალადიუმი (Palladium) – საზომი ერთეულია ტროას უნცია, ერთი სტანდარტული ლოტის მოცულობა უდრის 10 უნციას. ძირითადად პალადიუმით ვაჭრობა მიმდინარეობს NYMEX (New York Mercantile Exchange) ბირჟაზე. სავაჭრო ტერმინალის სავაჭრო ინსტრუმენტების ჩამონათვალში მისი არსებობა დამოკიდებულია ბროკერზე, რომელთანაც ვაჭრობს ტრეიდერი.

  • ალუმინი (Aluminium) – ფასი გამოსახულია 1 ტონაში. ძირითადად ვაჭრობა მიმდინარეობს LME (London Metal Exchange) ბირჟაზე. გააჩნია დაბალი ვოლატილობა და მიზანშეწონილია გრძელვადიანი პოზიციებისა და მსხვილი კაპიტალიზაციის დეპოზიტებისათვის.

  • სპილენძი (Copper) – ძირითადად ვაჭრობა მიმდინარეობს CME Globex (New York), საზომი ერთეულია ერთი ფუნტი (0,45359237 კილოგრამი). მისი დღეღამური ვოლატილობა რამდენიმე პროცენტია.

  • ნიკელი (Nickel) – კოტირებაში საზომი ერთეულია ერთი ტონა. ძირითადად ვაჭრობა მიმდინარეობს LME (London Metal Exchange/ლონდონის მეტალის ბირჟა). განკუთვნილია მსხვილი კაპიტალიზაციის დეპოზიტებისათვის. მისი დღეღამური ვოლატილობა რამდენიმე პროცენტია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი

სკალპინგი თუ გრძელვადიანი ტრეიდინგი?

ტრეიდინგის დაწყებისას, ყოველთვის ჩნდება კითხვა, ფორექსზე ვაჭრობის რომელი სტილის არჩევაა უფრო უკეთესი – მოკლევადიანი თუ …