ფორექსზე ვაჭრობა მოკლე პერიოდში, დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ რატომაა რომ ლატარეაში მოთამაშე ხალხის რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სავალუტო ბირჟაზე მოთამაშეები.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამის მიზეზია ტრეიდინგის პროცესის სირთულე, მაგრამ არსებობს მეორე, არც თუ ისე ნაკლებმნიშვნელოვანი მიზეზი – ეს არის უნდობლობა, რომელიც დამკვიდრდა თაღლითი ბროკერების შესახებ მუსირებული ისტორიების წყალობით.
ფორექს თაღლითები ტრეიდერებს მუშაობაში უქმნიან სხვადასხვა წინაღობებს, რასაც თან სდევს ზარალი. ზოგჯერ კი, ტრეიდერის მხრიდან რაღაც, თითიდან გამოწოვილი ვითომდა წესების დარღვევის გამო, უარს ეუბნებიან მოგებული თანხის გამოტანაზე.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც თქვენ შესაძლებელია უსიამოვნებები შეგხვდეთ ტრეიდინგის დროს.
- ტექნიკური გაუმართაობა – ემართება პრაქტიკულად ნებისმიერ ბროკერს. აღნიშნულის მიზეზი უამრავია, რეზულტატი კი მხოლოდ – ზარალი.
იმისათვის, რომ ამგვარ შემთხვევებში რისკების მინიმიზაცია მოახდინოთ საჭიროა დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი:
ეცადეთ არ დატოვოთ ღია ორდერები დასვენების დღეების განმავლობაში. ტრეილინგ სტოპის გამოყენებისას გამოიყენეთ vps სერვერი, დიდი გარიგებების შემთხვევაში გააკეთეთ გარიგების სქრინშოტი (ეს გაძლევთ თეორიულ შანსს საჭიროების შემთხვევაში დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე);
- მაღალშემოსავლიანი სტრატეგიების გამოყენება – ბროკერების უმრავლესობას არ უყვარს სკალპერები. მიიღებთ თუ არა მოგებას, რომელიც რამდენჯერმე აღემატება თქვენს დეპოზიტს, შესაძლებელია ბროკერმა დაბლოკოს თქვენი ანგარიში.
ეცადეთ იმუშაოთ მხოლოდ სანდო და შემოწმებულ ბროკერებთან, რომლებიც რეალურად გადიან სავალუტო ბაზარზე და იძლევიან სკალპინგის უფლებას.
- არ დააგროვოთ მოგება დეპოზიტზე;
- დიდი ოდენობის დეპოზიტებით ვაჭრობა – არ ივაჭროთ დიდი თანხებით მცირე სადილინგო ცენტრებში. დიდი მოგების შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ შესაბამისი თანხის თქვენთვის გადახდას. იმუშავეთ მხოლოდ მსხვილ ბროკერებთან, რომლებიც თქვენი სავაჭრო ოპერაციების ლიკვიდურობის გარანტიას მოგცემენ;
- დიდი ოდენობის საწყისი დეპოზიტი – ერიდეთ კომპანიებს, რომლებიც ვაჭრობის დაწყებისათვის მოითხოვენ რამდენიმე ასეული ან რამდენიმე ათასი პირობითი ერთეულის ოდენობის თანხის ჩარიცხვას თქვენს დეპოზიტზე. ამ შემთხვევაში, თქვენ ფაქტობრივად დიდ გაურკვევლობაში ჩავარდებით, რადგან არ გეცოდინებათ, შეძლებთ თუ არა, არა თუ მოგების, არამედ საკუთარი ფულის დაბრუნებასაც კი. სასურველია იმუშაოთ ისეთ სადილინგო ცენტრებში სადაც არსებობს ანგარიშების სხვადასხვა სახეობების არჩევანის საშუალება. ასეთ შემთხვევაში თქვენ გეძლევათ საშუალება ვაჭრობა დაიწყოთ მცირე დეპოზიტით და შეამოწმოთ ყველა, თქვენთვის საინტერესო ნიუანსი.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით