როგორ ჩნდება ბიტკოინი

როგორ ჩნდება ბიტკოინი

ამ სტატიის დაწერისას გამახსენდა საიტის ტელეგრამ არხის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინდიკატორებზე დაფუძნებული ანალიზის კრიტიკა ვიღაც პირით მისაუბრე „ტრეიდერის“ მხრიდან, რომელმაც მიუთითა, წაკბინა, რომ ამ ინდიკატორებს აღარავინ იყენებს ვინაიდან ისინი მოძველებულია.

ინდიკატორები ეფუძნება მათემატიკურ გამოთვლებს. მათემატიკას კი ეფუძნება მთელი სამყარო და ის არასოდეს მოძველდება. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება პირით მოსაუბრეთა მიმართ, რომ დაოკდნენ.

მათემატიკა Forever. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინც მათემატიკა არ იცის მას ტრეიდინგში არაფერი ესაქმება. რა თქმა უნდა ესაქმება, ვინაიდან მათემატიკა საფინანსო ბაზრების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ინდიკატორების მათემატიკური განტოლბა-უტოლიბების სიღრმისეული ცოდნა საერთოდ არაა საჭირო, მთავარია ვიცოდეთ მათი სწორი გამოყენება.

როდესაც ჩაქუჩს ვურტყამთ ლურსმანზე – ჩვენთვის ხომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ურთულესი მეტალურგიული პროცესებით იქმნება ლურსმანი ან ჩაქუჩის თავი?!

უბრალოდ ჩვენ ან ზუსტად ვასობთ ლურსმანს – და ეს კარგია, ან ვირტყამთ თითში, რაც ძალიან მტკივნეულია – და ეს ცუდია. ისევეა ინდიკატორების, ან საფინანსო ბაზრებზე გამოყენებული სხვა მათემატიკური ინსტრუმენტების შემთხვევაშიც. მათ ვიყენებთ სწორად და ვიგებთ – და ეს კარგია, ან მათ არ ვიყენებთ სწორად და ვაგებთ – და ეს ცუდია.

მიუხედავად ამისა, ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა გვქონდეს თუ რა პროცესებით წარმოიშვება ჩაქუჩის თავი და ლურსმანი და ეს რომ მეტალურგიაა და არა სოფლის მეურნეობა.
ასევეა ბიტკოინთან და სხვა კრიპტოსთან მიმართებაშიც.

ბიტკოინის გაჩენა, ასე ვთქვათ დაბადება ხორციელდება სპეციალური პროცესის მეშვეობით. ეს პროცესი არც მშობიარობაა, არც ბეჭდვა, არც წიაღისეულის სახით მოპოვება, არამედ არის ე.წ. ტექნოლოგიური მოპოვება, რომელსაც მაინინგი ჰქვია.

ეს პროცესი მოითხოვს შესაბამისი სირთულის კონკრეტული მათემატიკური ამოცანის გადაჭრას. რაც უფრო რთულია ამოცანა, მით უფრო მეტო ამონახსნების მიწოდება შეუძლია მაინერს, ეს კი ნიშნავს რომ ჯილდოს მიღების შანსები იზრდება

რაც უფრო ძლიერია ის, მით მეტი გამოცნობილი გადაწყვეტილებები შეუძლია მაინერს აწარმოოს წამში, რაც ნიშნავს, რომ ჯილდოს მიღების შანსები იზრდება.

ამოცანის არსი

შერჩევის მეთოდის გამოყენებით საჭიროა კოდის თანმიმდევრობის (ჰეშის) „გამოცნობა“, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სისტემის ყველა წინა ბლოკის შესახებ. სწორედ ეს გააგრძელებს ბლოკჩეინის ჯაჭვს.

მარტივად, ჩემო ლევან, მარტივად…

მომპოვებელი, ან მაინერი ხსნის ამოცანას → წარმატების შემთხვევაში მაინერი წერს ბლოკჩეინზე ახალ ბლოკს ოპერაციებით → იღებს ჯილდოს ბიტკოინის და ოპერაციისთვის საკომისიოს სახით.
ანუ, ახალი ბიტკოინი წარმოიშვება/დაიბადება, როგორც ჯილდო მაინერისთვის. ისევე როგორც ოქრო, ან პლატინა, ან ნავთობი – მისი მომპოვებლისთვის.

თავდაპირველად ჯილდო იყო 50 BTC. მაგრამ აქვე გავიხსენოთ, რომ ბიტკოინის ემისია შეზღუდულია 21 მილიონი მონეტით. იმისათვის, რომ ყველა ბიტკოინი არ წარმოიშვას/დაიბადოს საჭიროზე სწრაფად, ამიტომაც შეიქმნა ჰალვინგის პროცედურა. ამ ჯილდოს რეგულარული განახევრება დროთა განმავლობაში ზღუდავს ბიტკოინების საერთო რაოდენობას.

ამიტომაც, საბოლოოდ თუნდაც ბიტკოინების მცირე ნაწილის წარმოსაშობად საჭირო იქნება უსასრულო რაოდენობის ბლოკების შექმნა.

50 BTC-იანი ჯილდოს შემდეგ, უკვე განხორციელდა 3 ჰალვინგი, ხოლო თავად ჯილდო შეამცირეს 6,25 BTC-მდე. მომდევნო ჰალვინგის შემდეგ ჯილდო მოპოვებული ბიტკოინისთვის შემცირდება 3,35 BTC-მდე.

პრაქტიკული მოსაზრება

არსებობს მოსაზრება, რომ ახალი ბიტკოინების მზარდი „რარიტეტულობა“ გამოიწვევს მისი ფასის ზრდას ჰალვინგზე, როგორც ეს ადრინდელ ჰალვინგებზე იყო.

თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ მომავალში ჰალვინგები გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი პროცესი იქნება ქსელებისათვის, ხოლო ბიტკოინის ფასს განაპირობებენ სხვა ფაქტორები.

ამ უკანასკნელი მოსაზრებას ემხრობა GeoForex -ც.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის ბიტკოინი

რა არის ბიტკოინი (Bitcoin)

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ლეგიტიმური შესაძლებლობა, გახსნას Forex ანგარიშები ბიტკოინში (Bitcoin), …