GBP - ფუნტი სტერლინგი

GBP – ფუნტი სტერლინგი

GBP – ფუნტი სტერლინგი (Pound Sterling) – პირობითი აღნიშვნა £, ან GBP, არის დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ვალუტა.

ამასთან ერთად, გამოიყენება, როგორც ძირითადი საანგარიშსწორებო ვალუტა ინგლისის ყოფილ კოლონიებში. დღევანდელ დღეს იგი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და ამავე დროს სტაბილური ვალუტაა. სწორედ ეს ფაქტია ძირითადი მიზეზი იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა ევრო ვალუტაზე გადასვლაზე.

ფუნტი სტერლინგი – თავისუფლად კონვერტირებადი ფულის ერთეულია და ახასიათებს ბრუნვის მაღალლიკვიდურობა. პოპულარობის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ასევე მაღალია მისი წილი სხვადასხვა ქვეყნების სავალუტო რეზერვებში – დაახლოვებით 4%-4,5%.

ფუნტი სტერლინგის ბეჭდვასა და ბრუნვაში მიმოქცევას აკონტროლებს ინგლისის ნაციონალური ბანკი Bank of England და რამდენიმე სხვა სახელმწიფო ბანკი, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა ტერიტორიებზეა განთავსებული.

თავისუაფალ ბრუნვაშია 5, 20, 10, 50 კუპიურები. არსებობს უფრო მსხვილი ნომინალები, თუმცა ისინი ბანკთაშორისი ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება. მიმოქცევაშია აგრეთვე არსებობს 1 და 2 ფუნტის ნომინალის და 1,2,5,10,20,50 პენსის მონეტები. ერთი ფინტი სტერლინგი 100 პენსის ტოლია.

ფორექსის სავალუტო ბაზარზე, ფუნტი სტერლინგი პოპულარობის მიხედვით მე-4 ადგილზეა, მისი ბრუნვა, საერთო ფულადი მასის 7%-ზე მეტია. ასეთი პოპულარობა ბაზირებულია რამდენიმე ფაქტორზე:

ვალუტაზე გავლენას ახდენს მხოლოდ ის ეკონომიკური და ფინანსური სიახლეები, რომლებიც დიდ ბრიტანეთს ეხება (ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა), რაც ტრენდის მოძრაობის პროგნოზირების საკმაოდ კარგი კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.

ვალუტას ახასიათებს კურსის მაღალი დინამიკა, რაც დროის მცირე პერიოდში მოგების მიღების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

ვალუტა სარგებლობს მაღალი პოპულარობით საკრედიტო განაკვეთების სხვაობაზე – Carry Trade თამაშის მომგებიანობის გამო.

ყველაზე მეტად, ფუნტი სტერლინგი პოპულარულია ევროპული სავაჭრო სესიის დროს, კერძოდ ლონდონის ბირჟის მუშაობის პერიოდში (07:00-15:00 GMT).

GBP – ფუნტი სტერლინგი – მოკლე ისტორია

ფუნტი სტერლინგის ვერცხლის მონეტა სათავეს იღებს ХII საუკუნეში. 1694 წელს გაჩნდა ქაღალდის პირველი ბანკნოტები.

1489–1553 წლებში მიმოქცევაში, მეფე ჰენრიხ VII გამოსახულებიანი ოქროს ფუნტი სტერლინგი გაჩნდა, რომელსაც “სოვერენი” ეწოდებოდა. 1663 წელს “სოვერენი” ოქროს “გინეი”-მ შეცვალა, ხოლო 1827 წელს მიმოქცევაში ისევ “სოვერენი” დაბრუნდა.

მეორე მსოფლიო ომამდე ინგლისური ფუნტი, თავისი მნიშვნელობით, მსოფლიოში ნომერ პირველი ვალუტა იყო. მისი გამოყენებით ხორციელდებოდა სავაჭრო ოპერაციების გადამწყვეტი უმრავლესობა, შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური ბანკების ძირითად სავალუტო რეზერვს წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფუნტი, მნიშვნელობის თვალსაზრისით აშშ დოლარმა ჩაანაცვლა, რაც განპირობებული იყო დიდი ბრიტანეთის, ომისშემდგომი ეკონომიკური სისუსტით და ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებით მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ არენაზე.

1971 წლამდე ბრიტანეთის საფინანო სისტემას, მონეტებისა და კუპიურების საკმაოდ რთული სტრუქტურა გააჩნდა. 1971 წლის შემდეგ მოხდა ოპტიმიზაცია და ერთი ფუნტი 100 პენსს გაუტოლდა, რამაც გააადვილა ანგარიშსწორება ამ ვალუტის გამოყენებით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები – არის ფულის ლიკვიდური ერთეული, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის ტერიტორიაზე მიღებულა ანგარიშსწორების …