Acceleration/Deceleration

Acceleration/Deceleration, AC; აჩქარება/შენელების ინდიკატორი; Технический Индикатор Ускорения/Замедления

Acceleration/Deceleration – აჩქარება/შენელების ტექნიკური ინდიკატორი ზომავს მიმდინარე მამოძრავებელი ძალის აჩქარებას და შენელებას.

ფასი – არის უკანასკნელი ელემენტი, რომელიც იცვლება. მანამ, სანამ შეიცვლება ფასი, იცვლება ბაზრის მამოძრავებელი ძალა, ხოლო მანამდე სანამ მამოძრავებელი ძალა შეიცვლის თავის მიმართულებას, მამოძრავებელი ძალის აჩქარება უნდა შემცირდეს და გაუტოლდეს ნოლს.

შემდეგ იგი იწყებს აჩქარებას საპირისპირო მიმართულებით, მანამ სანამ ფასი არ დაიწყებს მიმართულების შეცვლას.

ინდიკატორი შეიცვლის მიმართულებას, მამოძრავებელი ძალის მიმართულების შეცვლამდე, ხოლო იგი თავის მხრივ შეიცვლის მიმართულებას, ფასის მიმართულების ცვლილებამდე. იმის გააზრება, რომ АС არის წინმსწრების სიგნალი, გვაძლევს საგრძნობ უპირატესობებს.

Acceleration/Deceleration -ის ნულოვანი ხაზი

ნულოვანი ხაზი – ფაქტობრივად ის ადგილია, სადაც მამოძრავებელი ძალა და აჩქარება დაბალანსებულია. თუ აჩქარება/შენელების ოსცილატორი ნოლის ზემოთ არის, მაშინ როგორც წესი, აჩქარებისათვის უფრო ადვილია ზემოთკენ მოძრაობა (და პირიქით, როცა ნოლს ქვემოთ არის). Аwesome Оscillator ინდიკატორისგან განსხვავებით ნულოვანი ხაზის გადაკვეათა არ წარმოადგენს რაიმე სიგნალს. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ ბაზრის კონტროლის და გადაწყვეტილებების მიღებისათვის – უნდა დავაკვირდეთ ინდიკატორის ჰისტოგრამების ფერის ცვლილებას. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის სასურველი ყიდვა, თუ ინდიკატორის მიმდინარე სვეტი წითელი ფერისაა და არ არის სასურველი გაყიდვა, თუ მისი სვეტი მწვანე ფერისაა.

Acceleration/Deceleration -ის მუშაობის მაგალითი

Acceleration/Deceleration

თუ ვაპირებთ ბაზარზე შესვალას მამოძრავებელი ძალის თანხვედრილი მიმართულებით (ინდიკატორი Acceleration/Deceleration ნულს ზემოთაა – ყიდვის დროს, და ნულს ქვემოთაა გაყიდვის დროს), მაშინ საჭიროა დაველოდოთ ორ თანამიმდევრულ მწვანე ფერის სვეტს – ყიდვის დროს ან ორ წითელის ფერის თანამიმდევრულ სვეტს – გაყიდვის დროს. თუ მამოძრავებელი ძალა გახსნილი პოზიციის საპირისპიროდაა (ინდიკატორი ნულის ქვემოთაა – ყიდვის დროს ან ნულის ზემოთაა გაყიდვის დროს), მაშინ საჭიროა დადასტურებითი სიგნალი – დამატებითი სვეტი. ასეთ შემთხვევაში ინდიკატორმა მოკლე პოზიციისთვის უნდა გვაჩვენოს სამი წითელი სვეტი ნულოვანი ხაზის ზემოთ და სამი მწვანე სვეტი გრძელი პოზიციისთვის.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Parabolic Sar

Parabolic SAR, Stop & Revers; პარაბოლური სისტემა SAR; Параболическая Система SAR

Parabolic SAR, პარაბოლური სისტემა SAR – ტექნიკური ინდიკატორი შემუშავებულია ტრენდული ბაზრების ანალიზისათვის. ინდიკატორი უნდა დავიტანოთ …