ფორექსზე ყველა ირჩევს ვაჭრობის თავისთვის მოსახერხებელ და მისაღებ სტრატეგიას და ეგრევე ხვდება ტრეიდერების ამა თუ იმ ჯგუფში, რადგან ტრეიდინგის ნებისმიერ ვარიანტს აქვს საკუთარი განმასხვავებელი ნიშნები.
მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პრინციპი ერთი და იგივეა, მაინც არსებობს შესაბამისი არაოფიციალური კლასიფიკაცია, რომელიც დამოკიდებულია სავაჭრო ოპერაციების ხანგრძლივობაზე და ქცევის სტრატეგიაზე.
სხვათა შორის, თქვენთვის მოულოდნელად, ჯგუფის დასახელების თვალსაზრისით შესაძლებელია მოხვდეთ ყურთასმენისთვის არც თუ სასიამოვნო სახელწოდების ჯგუფში, მაგრამ ისტორიულად უკვე ასე ჩამოყალიბდა და მთავარია რეზულტატი და არა ჯგუფის სახელწოდება.
ტრეიდერების კლასიფიკაცია
- სკალპერი და პიპსოვშიკი – ტრეიდერი, რომელიც ცდილობს იშოვოს ფული მაღალი საკრედიტო მხარის მეშვეობით 1:200 -დან 1:500-მდე, დროის მცირე მონაკვეთში. ვაჭრობა მიმდინარეობს დაბალ თაიმ-ფრეიმებზე, რომელთა ხანგრძლივობა 1 წუთიდან – 15 წუთამდეა. შემოსავალი შეადგენს არაუმეტეს ათეულ პუნქტამდე, მაგრამ მაღალი საკრედიტო მხარისა და განხორციელებული სავაჭრო ოპერაციების დიდი რაოდენობის გამო, გამომუშავებული პიპსები ჯამში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს. ხშირად სკალპერები დეპოზიტს აორმაგებენ სულ რაღაც ერთი სავაჭრო სესიის განმავლობაში;
- დეიტრეიდერები – სკალპერების გარდა ყველა დანარჩენი, რომლებიც ახორციელებენ შიდადღიურ სავაჭრო ოპერაციებს და ერთი სავაჭრო ოპერაციის ხანრძლივიბა აღემატება 15 წუთს, ხოლო გახსნილი ოპერაციები იხურება სავაჭრო დღის ბოლოს. ამიტომაც, დეიტრეიდერები სვოპს არ იხდიან;
- საშუალოვადიანები – ახორციელებენ კვირაში 2-4 სავაჭრო ოპერაციას, რომელთა ხანგრძლივობა მერყეობს ერთიდან ათ დღემდე;
- ხანგრძლივვადიანები – ისინი ვინც თამაშობენ გრძელბვადიან ტრენდებზე, გახსნილი ორდერი შესაძლებელია არ დაიხუროს რამდენიმე თვის განმავლობაში. ასეთი ვაჭრობისათვის საჭიროა სოლიდური კაპიტალი. ძირითადად ესეთი ოპერაციები ხორციელდება საფობდო და სასაქონლო ბირჟებზე;
- ხარები – ისინი, ვინც მუშაობენ კურსის აწევაზე, ცდილობენ მოგება მიიღონ აღმავალი ტრენდის მეშვეობით და ყველა ღონეს ხმარობენ აღმავალი ტრენდის სტიმულაციისთვის;
- დათვები – ისინი ვინც ხსნიან გაყიდვის პოზიციებს და ყველა ძალას ხმარობენ არსებული კურსის დაწევისათვის;
- ცხვრები – არიან ის ტრეიდერები, რომლებიც იქცევიან ისე, როგორც ყველა დანარჩენი და არა სავალუტო ბაზარის საკუთარი ანალიზის მიხედვით. ასეთი ტრეიდერები, როგორც წესი აგვიანებენ ბაზარზე შესვლას და განიცდიან ზარალს;
- ღორები – მათი ვაჭრობის ხანგრძლივობა მოკლეპერიოდიანია, ვაჭრობენ ყოველგვარი წესრიგისა და წესების დაცვის გარეშე – სპონტანურად. არ ხმარობენ დამცავ მექანიზმებს, სტოპ-ლოსებს არ აყენებენ. ღორების სიხარბე განაპირობებს მათი დეპოზიტების ხშირ “გასხმას”;
- კურდღლები – ყველაზე ფრთხილი ტრეიდერები, რომლებიც იშვიათად ხსნიან პოზიციებს და ხშირად ხურავენ მათ მანამ, სანამ ფასი ჯერ არ მისულა მოგების დაგეგმილ ნიშნულამდე;
- წიწილები – ახალბედები, რომლებიც იწყებენ ტრეიდერის კარიერას. რეკორდსმენები არიან შეცდომების, მინუსების და დეპოზიტების “გასხმის” რაოდენობაში;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით