სვოპი Swap

სვოპი Swap

სვოპის, Swap – ორი ცნება არსებობს, ამიტომ განვიხილოთ თითოეული მათგანი. ფორექსზე ვაჭრობისას უფრო ხშირად შეხვდებით ტერმინს სავალუტო სვოპი, ხოლო ბროკერების სავაჭრო პირობების ანოტაციაში შეხვდეთ ამ ტერმინს, სავალუტო ვაჭრობისათვის ერთ-ერთი საკომისიო დანარიცხის აღწერისას.

  • სავალუტო სვოპი (Currency swap) – არის კომბინაცია, რომელსაც საფუძვლად უდევს ორი საპირისპირო მიმართულების, ერთი და იმავე ვალუტაზე განხორციელებული სავაჭრო გარიგება, რომელთაც გააჩნიათ ერთი და იგივე მოცულობა, მაგრამ ამავე დროს გააჩნიათ განხორციელებულ ოპერაციაზე ფაქტიური ანგარიშსწორების სხვადასხვა დრო (ვალუტირების დრო);
  • სვოპი – საკომისიო დანარიცხი, რომელიც გამოიყენება ბროკერის მიერ, ღია სავაჭრო ოპერაციის მომდევნო დღეზე გადატანისთვის. სავალუტო წყვილში შემავალი ერთ-ერთი ვალუტის საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე, სვოპი შესაძლებელია იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.

ასეთი სავაჭრო გარიგებების ხანგრძლივობა შესაძლებელია მერყეობდეს რამდენიმე დღიდან ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში, რადგან უფრო ხანგრძლივი პერიოდები პროგნოზირებას პრაქტიკულად არ ექვემდებარებიან, რაც აძნელებს ამგვარი სავაჭრო გარიგებების ფინანსური რეზულტატების ანგარიშწორებას.

სვოპის (Swap) სახეობები:
დროის თალსაზრისით, თუ რომელი ოპერაცია მიმდინარეობს პირველ რიგში, სვოპი შესაძლებელია იყოს Buy-swap, ან Sell-swap.
  • Buy-swap – ასეთი ვარიანტი გულისხმობს, რომ პირველ რიგში განხორციელდა ვალუტის ყიდვის სავაჭრო ოპერაცია, ხოლო შემდეგ ვალუტის გაყიდვის ოპერაცია;
  • Sell-swap – ამ შემთხვევაში პირველ რიგში ხორციელდება ვალუტის გაყიდვა, ხოლო შემდეგ გარიგება იხურება მისი ყიდვით;

განხორციელებული ოპერაციის სახეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად განსხვავდება საკომისიო ანარიცხების რაოდენობა, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ასპექტიც.

გარდა ამისა, ოპერაციაში მონაწილე კონტრაგენტების რაოდენობიდან გამომდინარე სვოპი შესაძლებელია იყოს – სუფთა და კონსტრუირებული. თუ გარიგებაში მონაწილეობს ერთი კონტაგენტი, მაშინ სვოპირების ასეთ ვარიანტს – სუფთას უწოდებენ. თუ იმავე შემთხვევში, გარიგების განხორციელებისათვის დამატებით იწვევენ კიდევ ერთ მონაწილეს, მაშინ სვოპირებას აქვს კონსტრუირებული ხასიათი.

დროის პერიოდების მიხედვით სვოპი (Swap) იყოფა სამ ჯგუფად:
  • სტანდარტული – ამ შემთხვევაში ანფარიშსწორების უახლოესი თარიღია სპოტი, ხოლო შემდგომ ფორვარდის პირობების მიხედვით;
  • შიდა დღიური – ამ შემთხვევაში სავაჭრო პოზიციის მომდევნო დღეზე გადატანისთვის კომისია არ დაერიცხება ანგარიშს, ვინაიდან გარიგება იხურება იმავე სამუშაო დღის ბოლოს;
  • ფორვარდის პირობების მიხედვით – პირველი სავაჭრო ოპერაციისთვის ანგარიშსწორების თარიღი განისაზღვრება ფორვარდული პირობების მიხედვით, ხოლო ბოლო სავაჭრო ოპერაციისთვის – სპოტის მიხედვით;

ოპერაციების განხორციელების დროს განსაკუთრებული როლი ენიჭება სვოპის ფასის დაანგარიშებას. ამ შემთხვევაში ითვალისწინებენ ვალუტის მიმდინარე კურსს და საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელს.

საბროკერო კომპანიების უმრავლესობა, თითოეული ვალუტისათვის აწესებს სვოპის ფიქსირებულ მნიშვნელობას, ამიტომ, ღია სავაჭრო პოზიციის მომდევნო დღეზე გადატანის დროს სვოპის დაანგარიშებით რომ არ გაწვალდეთ, მისი რაოდენობის გაგება შეგიძლიათ საბროკერო კომპანიების საიტებზე შესაბამის რუბრიკაში.

პოზიციის მომდევნო დღეზე გადატანისთვის, საკომისიო დანარიცხი შესაძლებელია იყოს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. თუ სვოპი დადებითია, მაშინ დეპოზიტს, ღია სავაჭრო პოზიციის მეორე დღეზე გადატანისთვის, დამატებით ემატება გარკვეული პროცენტის ოდენობის თანხა. ასეთი მოვლენა ბევრი ტრეიდერის მიერ გამოიყენება საკრედიტო განაკვეთების სხვაობაზე ვაჭრობის დროს – Carry Trade.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ტრეიდერს არ სჭირდება სვოპის დაანგარიშება. მისი მნიშვნელობა თითოეული ვალუტისათვის, ფასის მოძრაობის მიმართულებიდან გამომდინარე, გამოქვეყენებულია საბროკერო კომპანიის სავაჭრო პირობების სპეციფიკაციის რუბრიკაში. უფრო ვრცლად ამ საკითხის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში – სვოპი ფორექსის სავალუტო ბაზარზე.

პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენნაირ online ტრეიდერებს, ყოველდღიურ მუშაობაში გამოგვადგება მხოლოდ სვოპის მეორე განსაზღვრება, ანუ – სვოპი არის საკომისიო დანარიცხი, რომელიც ბროკერის მიერ დაირიცხება ტრეიდერის ანგარიშზე ღია სავაჭრო ოპერაციის მომდევნო დღეზე გადატანისთვის. სვოპი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, ანუ ჩვენ ანგარიშს შესაძლებელია დაემატოს ან მოაკლდეს თანხა. გააჩნია ვალუტის საპროცენტო განაკვეთს და პოზიციის მიმართულებას. ამის ცოდნის გარდა ჩვენ არაფერი გვჭირდება. ყველაფერი დანარჩენი სტატიაში წერია ზოგადი განათლებისთვის.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.