სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.
სტოპ ლოსი თავისი არსით არის ბრძანება ორდერის დახურვის შესახებ, ფასის მიერ მითითებულ დონემდე მისვლის შემდეგ, თუ ფასი დაგეგმილი მიმართულების საპირისპიროდ წავა. ეს ის დონეა, სადაც ფიქსირდება ზარალი, რომლის მიღებისათვის მზად არის ტრეიდერი საკუთარი გათვლების, ანუ მანი მენეჯმენტის მიხედვით.
სად დავაყენოთ სტოპ ლოსი
ალბათ ეს არის ამ ორდერის დაყენების უმთავრესი ამოცანა. პირველ რიგში უნდა გამოვრიცხოთ გავრცელებული აზრი იმის შესახებ რომ, სტოპ ლოსის დაყენების მთავარი კრიტერიუმია ტრეიდერის ხელთ არსებული დეპოზიტის მოცულობა. ეს თეზა არის ფორექსზე ვაჭრობისათვის უვარგისი და ამ წესის გამოყენებით მუშაობას მივყავართ დეპოზიტის სრულ დაკარგვამდე.
ამასთან, ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორდერის გახსნის ფასთან სტოპ ლოსის ახლოს დაყენებამ შესაძლებელია მისი უნებლიე ამუშავება გამოიწვიოს, ანუ ფასურმა ხმაურმა, ანუ ფასის უნებლიე რყევამ შესაძლებელია აარტყას სტოპ ლოსს და გარიგება დაგვიხუროს ზარალით და თუ ესეთი რამ სისტემატურად მოხდება, მაშინ დეპოზიტის სრული დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშე დავდგებით.
სტოპ ლოსი ისე უნდა დადგეს, რომ დეპოზიტმა გაუძლოს ორდერის საწინააღმდეგო მიმართულებით ფასის საშუალო ხარისხის რყევას. როგორც წესი, არსებობს სტოპ ლოსის დაყენების უნივერსალური წესი, თუმცა ესეც დოგმა არ არის და ყველა ცალკეულ შემთხვევაში სტოპ ლოსის ნიშნული შერჩეული უნდა იყოს ცალკეული კონკრეტული შემთხვევისათვის, ან სტრატეგიის ალგორითმის მიხედვით. ხოლო ზემოთ ნახსნების უნივერსალური წესის მიხედვით სტოპ ლოსი, შესაბამის (სამუშაო) სავაჭრო პერიოდის გათვალისწინებით უნდა დადგეს: გაყიდვის დროს – მაქსიმალური დონის ზემოთ, ხოლო ყიდვის დროს მინიმალური დონის ქვემოთ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით