სავალუტო ინტერვენციები

სავალუტო ინტერვენცია

სავალუტო ინტერვენცია – წარმოადგენს ნაციონალური ვალუტის კურსის გამყარების ან შემცირების ერთ-ერთ ქმედით მეთოდს და მოწოდებულია სავალუტო ბაზარზე სიტუაციის სტაბილიზაციისათვის.

სავალუტო ინტერვენცია – არის დიდი მოცულობის ვალუტის ყიდვა, ან გაყიდვა ბანკთაშორის ბირჟზე ან ფორექსის ბაზარზე, რომელიც ხორციელდება ნაციონალური ბანკების მიერ, ნაციონალური ვალუტის კურსის შენარჩუნებისათვის, ზრდისთვის ან კლებისთვის.

ნაციონალური ვალუტის სტაბილურობა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის გარანტიას, ამიტომ ნაციონალური ბანკები, მათ ხელთარსებული ყველა ბერკეტებით ცდილობენ შეინარჩუნონ კურსი საჭირო დონეზე. არსებობს სავალუტო ინტერვენციის ორი სახე – ნაციონალური ვალუტის, ან სავალუტი რეზერვების შევსებისათვის (უცხოური ვალუტის ყიდვა).

ბაზარზე არსებული ჭარბი ნაციონალური ვალუტის ყიდვა იწვევს სავალუტო კურსის სტაბილიზაციას/კლებას და მის გამყარებას, რადგან ჭარბი მიწოდება ყოველთვის იწვევს ვალუტის ფასის კლებას და გაუფასურებას.

ნაციონალური ვალუტის გაყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევებში, როდესაც მიზანშეწონილია მისი კურსის შემცირება, რაც ექსპორტიორი კომპანიების საქმიანობის სტიმულირების ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია. ასევე, ამ ოპერაციის წყალობით შესაძლებელია ყველაზე ლიკვიდური ვალუტების შესყიდვა (ევრო, აშშ დოლარი) – ამ გზით ხდება სავალუტო რეზერვების შევსება.

ზოგჯერ შიდა ბაზარი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნაციონალური ბანკების მთლიანი მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს ვალუტის ყიდვის, ან გაყიდვის თვალსაზრისით, ამიტომ ისინი გადიან საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე – ფორექსზე. განხორციელებული ოპერაციების ტიპიდან გამომდინარე, როგორც წესი, ასეთი გასვლები იწვევენ ძირითადი მსოფლიო ვალუტების კურსების ზრდას, ან კლებას.

მაგალითად, დიდი მოცულობის აშშ დოლარის შესყიდვა იწვევს მისი კურსის ზრდას, რადგან მოთხოვნა, მიწოდებასთან შედარებით იზრდება, რაც თავის მხრივ, დინამიკაში მოთხოვნას უფრო მეტად ზრდის. ამიტომაც ფორექსზე ვაჭრობის დროს, მნიშვნელოვანია სავაჭრო მოცულობების კონტროლირება, რათა გაადვილდეს ფასის მოძრაობის პროგნოზირება.

სავალუტო ინტერვენცა – სახეობები:
  • რეალური სავალუტო ინტერვენცია – ხორციელდება ღია რეჟიმში, ბანკის მიერ დამოუკიდებლად, ან საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით. ოპერაციების განხორციელების შემდეგ ქვეყნდება რეზულტატები – კონკრეტული მოცულობების მითითებით;
  • ფიქტიური სავალუტო ინტერვენცია – ხდება, როდესაც სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო საინტერვენცოი ოპერაციების განხორციელების შესახებ, თუმცა ეს ოპერაციაბი სინამდვილეში არ ხდება. ესეთი ინფორმაციების ფაბრიკაცია ხდება ფორექსის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების, ან თავად ნაციონალური ბანკების მიერ, შესაბამის ვალუტაზე კურსის გამყარების, ან ვარდნის პროცესების გამოწვევისათვის. ფიქტიური ინტერვენცია მოკლევადიან პერიოდზეა გათვლილი და უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს ვალუტის კურსზე, ვიდრე რეალური ინტერვენცია;
გარდა ნაციონალური ბანკებისა, ფორექსზე ინტერვენციები შესაძლებელია განხორციელდეს უმსხვილესი საფინანსო ჯგუფების მიერაც.

სავალუტო ინტერვენციები, ჩვეულებრივი სავაჭრო ოპერაციებისგან განსხვავდება იმით, რომ ისინი ხორციელდება გაცილებით დიდი მასშტაბებით და განისაზღვრება რამდენიმე ასეული მილიარდი აშშ დოლარით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.