გაჯერებული გაყიდვები ფორექსზე – არის მდგომარეობა სავალუტო ბირჟაზე, როდესაც ამათუ იმ ვალუტაზე გაყიდვის გარიგებების რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე ყიდვის პოზიციების რაოდენობა.
ასეთი ბაზრის ძირითადი მახასიათებელია ის რომ, მოთამაშეებს აღარ აქვთ სურვილი გადაიხადონ უფრო მეტი ფასი სავაჭრო აქტივში, ანუ მოთხოვნა პრაქტიკულად დასულია მინიმუმამდე.
როგორც წესი, გაჯერებული გაყიდვები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ტრეიდერების უმრავლესობა ვარაუდობს სავალუტო კურსის მინუმუმამდე კლებას, თუმცა პრაქტიკაში ასე მარტივად არ არის საქმე, ვინაიდან გაყიდვების პოზიციების აქტიურად გახსნა ადრე თუ გვიან გამოიწვევს ვალუტის ყიდვაზე მოთხოვნის ზრდას, რაც შესაბამისად გამოიწვევს მისი კურსის ზრდას.
მანამდე სანამ ბაზარი შევა გაჯერებული გაყიდვების ვითარებაში, სიტუაცია ვითარდება შემდეგნაირად. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ვალუტის კურსის კლება, რაც ტრეიდერების მხრიდან ასტიმულირებს მისი გაყიდვების პოზიციების რაოდენობების ზრდას, ამიტომ სავალუტო კურსი დინამიურად იკლებს გარკვეულ წერტილამდე და ბაზარი შედის გაჯერებული გაყიდვების მდგომარეობაში.
როდესაც სავალუტო კურსი მივა გარკვეულ წერტილამდე/ნიშნულამდე, ტრეიდერების უმრავლესობა იწყებს პოზიციების დახურვას – ვალუტის ყიდვების განხორციელებით. ეს ქმედება კი იწვევს ვალუტაზე მოთხოვნის ზრდას და შესაბამისად მისი ფასის ზრდასაც.
მაშასადამე, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლიათ ვთქვათ რომ ბაზრის გაჯერებული გაყიდვების მდგომარეობა არის წინაპირობა და მიმანიშნებელი იმისა, რომ მოსალოდნელია ტრენდის შემობრუნება და შემდგომი აღმავალი ტენდენცია. ამიტომ მიჩნეულია, რომ ბაზრის გაჯერებული გაყიდვების მდგომარეობაში მიზანშეწონილია ყიდვების პოზიციების გახსნა. გაჯერებული გაყიდვების მდგომარეობის განმსაზღვრელ ყველაზე ქმედით ინდიკატორად ითვლება – ოსცილატორი Stochastic
ოსცილატორი Stochastic-ს გამოყენებით ზოგადის სქემის მიხედვით ყიდვების პოზიციების გახსნა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც:
- ინდიკატორი Stochastic იმყოფება საკუთარი 20-ანი დონის ქვემოთ და თანდათანობით იწყებს გამოსვლას ამ ამ ზონიდან;
- ფასურ გრაფიკზე შეიმჩნევა აღმავალი ტენდენცია;
გაჯერებული გაყიდვები ზონები – გრაფიკული მაგალითი
ასეთი ალგორითმის სტრატეგიები იძლევიან საკმაოდ მაღალი კოეფიცენტის დადებით რეზულტატებს, პრაქტიკულად ნებისმიერ დროის ინტერვალზე და ნებისმიერ სავალუტო წყვილზე. თუმცა, მსგავს სტრატეგიებსაც სჭირდება სხვადასხვა სახის ფილტრები და კონტროლი.
ასეთი სტრატეგიები, როგორც წესი კარგად მუშაობენ იმ სიტუაციებში, როდესაც ბაზარზე არ შეიმჩნევა მკვეთრად გამოხატული, მყისიერი ტრენდი.
მეორე ცნება, რომელიც ახასიათებს სავალუტო ბაზარს არის გაჯერებული ყიდვების მდგომარეობა, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ შესაბამის სტატიაში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით