ფორექს ტრენდის ზოგადი განსაზღვრა

ფორექს ტრენდის ზოგადი განსაზღვრა

ფორექს ტრენდი – არის ვალუტის ფასის მოძრაობა დროის გარკვეულ პერიოდში. ეს ცნება მჭიდრო კავშირშია დროის მონაკვეთებთან, ვინაიდან თითოეულ თაიმფრეიმზე უმრავლეს შემთხვევებში ჩნდება სხვადასხვა მიმართულებების ტრენდები.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით არ არსებობს მოკლევადიანი ტენდეციები, არამედ არსებობა მხოლოდ ერთი გლობალური ტენდენცია, რომელიც გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო ყველა მოკლევადიანი მოძრაობა, არც მეტი, არც ნაკლები მხოლოდ კორექციული მოძრაობებია.

სავალუტო წყვილის გრაფიკზე ტრენდული მოძრაობა შესაძლებელია გამოვსახოთ მრუდით, რომელსაც ქმნის ხაზი, ბარები ან სანთლები (ტრეიდერის არჩევანის მიხედვით). მრუდი თითოეული მოძრაობით გამოხატავს სავალუტო წყვილის კურსის ცვალებადობას.

ტრენდი ფორექსზე პრაქტიკულად არასოდეს მოძრაობს სწორხაზოვნად, თუმცა მას აქვს საერთო მიმართულება, რომელსაც დომინირებულ ტენდენციას უწოდებენ. მისი ნახვა შესაძლებელია გრაფიკზე დაკვირვებით.

მოძრაობის დაახლოვოებით 70 % არის, ფასის უკუსვლები, ან კორექცია ძირითადი ტრენდის მიმართ, ამიტომ ფორექსზე ვაჭრობის დოს, არჩეულ ტაიმ ფრეიმზე ტრენდის განსაზღვრისას ყურადღებით უნდა ვიყოთ.

მიმართულების მიხედვით ფორექს ტრენდი არის:
  • აღმავალი;
  • დაღმავალი;
  • გვერდული;
  • აღმავალია ტრედი, როდესაც სავალუტო წყვილის ფასი ზემოთკენ მიემართება (გრაფიკზე ჩრდილოეთის მიმართულებით). ამ შემთხვევაში ხდება საბაზო ვალუტის გაძვირება კოიტრებულ ვალუტასთან მიმართებაში.
  • დაღმავალია ტრენდი, როდესაც სავალუტო წყვილის ფასი ქვემოთ მიემართება (გრაფიკზე სამხრეთის მიმართულებით). ამ შემთხვევაში ხდება საბაზო ვალუტის გაიაფება კოტირებულ ვალუტასთან მიმართებაში.
  • გვერდული მიმართულების ტრენდი, იგივე ფლეტი – როდესაც სავალუტო წყვილის მოძრაობა, არჩეულ ტაიმფრეიმზე, მოქცეულია ჰორიზონტალურ დერეფანში. ამ დროს ბაზარზე რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები არ ხდება. ფასი იცვლება რამდენიმე პუნქტის ფარგლებში. გასათვალისწინებელია, რომ ფლეტის დროს, სხვადასხვა სავალუტო წყვილისთვის, ადგილი აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მოძრაობის დიაპაზონს. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია უფრო დიდი პერიოდის ტაიმფრეიმის გრაფიკზე დავინახოთ ფლეტი, მაგრამ უფრო მცირე ტაიმფრეიმებზე (ერთსაათიანი, ან ოთხსაათიანი) იყოს ფასის საკმაოდ მკვეთრი და მნიშვნელოვანი ტრენდული მოძრაობები.
ანალიზის დროს, ტრენდის მოძრაობის მიმართულების გარდა არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა – ტრენდის ძალა. ანუ თუ რამდენად ძლიერია დომინირებული მოძრაობის ძალა. ამ თვისების მეშვეობით შესაძლებელია გავთვალოთ ტრენდის შესაძლო შემობრუნება, ან კორექცია.

ტრენდული სავაჭრო სტრატეგიები

ტრენდული სტრატეგიები – ტრეიდერების უმრავლესობისათვის ძირითადი სავაჭრო ინსტრუმენტია. ასეთი სისტემები წარმოადგენენ უზარალო ვაჭრობის საფუძველსა და გამოირჩევიან დაბალი რისკიანობით.

ასეთი სტრატეგიების ძალიან მარტივი განსაზღვრება მდგომარეობს იმაში, რომ ტრეიდერი სავაჭრო პოზიციას ხსნის მხოლოდ ტრენდის მიმართულებით.

  • ყიდვა – ხდება მხოლოდ აღმავალი ტრენდის დროს. ამ დროს ყველაზე მომგებიანი წერტილებია – ტრენდის შემობრუნების, ან კორექციის შემდგომი სათავე წერტილები.
  • გაყიდვა – ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე დომინირებს დაღმავალი ტრენდი.
  • ვაჭრობა ფლეტში – ზოგიერთი ტრეიდერი ასეთ ვითარებაში საერთოდ არ ვაჭრობს. თუმცა იმათთვის ვინც არ უგულველყოფს ასეთ მომენტებს, ძირითადად ვაჭრობენ ჰორიზონტალური დიაპაზონის საზღვრებს შორის ფასის მოძრაობაზე (იგივე ტრენდულ არხებში ვაჭრობის სტრატეგიები, ამ შემთხვევაში ჰორიზონტალურ ტრენდულ არხთან გვაქვს საქმე), ან საზღვრების გარღვევაზე. მცირე დიაპაზონის ფლეტის დროს ვაჭრობისას საჭიროა, რომ ბროკერის სპრედი, ან საკომისიო იყოს მინიმალური.

ტრენდული ვაჭრობის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს, ტრენდის მოძრაობის მიმართულების სწორი განსაზღვრა, რისთვისაც გამოიყენება შესაბამისი ტექნიკური ინდიკატორები. ისინი, უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებლობას იძლევიან, შესაბამის დროის ინტერვალზე, ზუსტად განვსაზღვროთ ტრენდის მოძრაობის მიმართულება და ძალა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.