დერივატივებით ვაჭრობა

დერივატივებით ვაჭრობა საშუალებას იძლევა მივიღოთ პროგნოზირებადი შემოსავალი აქტივზე ფასის ზრდის შემთხვევაში, რომელიც წინასწარ გაწერილია ხელშეკრულებაში, ან გავაკეთოთ პერსპექტივაში არსებული შესაძლო რისკების ჰეჯირება.

ტრეიდერი ყიდულობს ან ყიდის არა თავად აქტივს (ოქრო, ვალუტა, აქციები, ობლიგაციები, ნავთობი, ხორბალი და ა.შ.), არამედ აქტივის ყიდვის ან მიწოდების ვალდებულებას მითითებულ თარიღის დადგომის მომენტში, ან მანამდე.

ასეთი ოპერაციები წმინდა სპეკულაციური ხასიათის გარიგებების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც გამორიცხავს აქტივის მიწოდებასთან, დასაწყობებასთან დაკავშირებულ და სხვა ამდაგვარ ხარჯებს.

მაგალითად, თუ ვპროგნოზირებთ შემოდგომაზე ფასის ზრდას ენერგომატარებლებზე, მაშინ ვყიდულობთ ამ აქტივზე დერივატივს და როცა ფასი გაიზრდება, მისი გაყიდვის შემდეგ მივიღებთ შესაბამის მოგებას ამ ოპერაციისგან.

ფორექსისგან განსხვავებით, დერივატივებზე ოპერაციების განსახორციელებლად საჭიროა დიდი მოცულობის დეპოზიტები (რამდენიმე ათასი აშშ დოლარი). ასეთია ვაჭრობის სპეციფიკა, ფორექსისგან განსხვავებით დერივატივის გამოსყიდვა რთულია, იმიტომ რომ შეუძლებელია გამოსყიდული აქტივის პარტიის გაყიდვა ერთდროულად რამდენიმე მოთამაშის მიერ.

აღნიშნული პროდუქტით ვაჭრობისას არსებობს ტიპიური ხელშეკრულებები, რომელთაც გენერალური ხელშეკრულებები ეწოდება (Master Agreement), დოკუმენტების ასეთი სახეობა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ხელშეკრულების ძირითადი მომენტები და მოხდეს მათი ერთიანი სტანდარტიზაცია.

როგორც წესი, დერივატივებით ვაჭრობა ხდება საბანკო დაწესებულებების, საბროკერო კომპანიების და საინვესტიციო ფონდების მიერ. მათი მეშვეობით და შუამავლობით, შედარებით მცირე კაპიტალიზაციის ტრეიდერებს საშუალება ეძლევათ ივაჭრონ ამ პროდუქტით, რა თქმა უნდა მას შემდეგ რაც გახსნიან სადეპოზიტო ანგარიშებს აღნიშნულ კომპანიებში.

დერივატივის გაყიდვა ან ყიდვა წარმოადგენს საკმაოდ მაღალი ხარისხის რისკის მქონე საქმიანობას, თუმცა რისკები თან სდევს ნებისმიერ სხვა საფინანსო ინსტრუმენტს. აღსანიშნავია რომ, უფრო მეტი რისკი ახლავს დერივატივის გაყიდვის ოპერაციებს, ვიდრე მის ყიდვას.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top