დათვის ფუთ სპრედი (Bear Put Spread)

თუ ვართ დარწმინებული იმაში, რომ რაღაც მომენტამდე ბაზარზეე ვარდნა იქნება, მაშინ შესაძლებელია გამოვიყენოთ ეს სტრატეგია.

სტრატეგიის მიხედვით, უნდა ვიყიდოთ მაღალი სტრაიკის მქონე ძვირი ფუთ ოფციონი და გავყიდოთ ანალოგიური ფუთ ოფციონი, ოღონდ დაბალი სტრაიკით, რითიც შესაბამისად ვამცირებთ პოზიციის ღირებულებას. ოფციონის სტრაიკ ფასი დგება, კონტრაქტის დასრულების მომენტში საბაზო აქტივზე სპოტ ფასის დონეზე. ამ მოქმედებების არსი არის ოფციონის გაყიდვა პრემიის მიღებისათვის, ამასთან ერთად ფასის ძლიერი ვარდნის შემთხვევაში მოგება შეზღუდულია. ამიტომ სტრატეგია კარგად მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ ფასის ვარდნა იქნება ზომიერი! წინააღმდეგ შემთხვევაში უპრიანი იქნება "ხარის ფუთ სპრედი (bull put spread)" სტრატეგიის გამოყენება.

განვიხილოთ მაგალითი:

დათვის ფუთ სპრედი (Bear Put Spread)

ვთქვათ, ნაყიდი ოფციონის სტრაიკია 52 500 პე, ხოლო მასზე გადახდილი პრემია არის 11 256 პე. იმ ვარაუდით, რომ საბაზო აქტივის ფასი ზომიერად დაეცემა 42 500 პე-ს დონემდე, ჩვენ გავყიდით ფუთ ოფციონს იმავე ექსპირაციით 4 059 პე-ს ფასად. დავაკვირდეთ, რომ სტრაიკებს შორის სხვაობის ზრდასთან ერთად, იზრდება პოზიციების გახსნასთან დაკავშირებული ხარჯიც (ვინაიდან დაბალი სტრაიკის ოფციონი შესაძლებელია გავყიდოთ მხოლოდ დაბალ ფასად), სამაგიეროდ იზრდება შესაძლო მოგება ბაზრის ვარდნის შემთხვევაში. ამ პოზოციების გახსნისათვის ჩვენ დავხარჯეთ 11 256 – 4 059 = 7 197 პე.

როდესაც საბაზო აქტივის ფასი გახდება 52 500 – 7 197 = 45 303 პე, სტრატეგია მოგვიტანს მოგებას, რომელიც ტოლია ნაყიდი ოფციონის სტრაიკს მინუს გაყიდული ოფციონის სტრაიკი მინუს ჯამური პრემია, რაც 2 803 პე-ს ტოლია. ზარალი კი შემოიფარგლება გადახდილი პრემიით, რომელიც უდრის 7 197 პე-ს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top