დათვის ქოლ სპრედი (Bear Call Spread)

ამ სტრატეგიის არსი, ხარის ქოლ სპრედის (bull call spread) სტრატეგიის თითქმის ანალოგიურია, მაგრამ იგი გამოიყენება საბაზო აქტივის ფასის მდორე და შეზღუდული კლების დროს.

ეს სტრატეგიაც გულისხმობს ორი ოფციონის ერთდროულ ყიდვას. ესენია ქოლ ოფციონები, რომელთაც გააჩნიათ ერთნაირი ექსპირაციები და სხვადასხვა სტრაიკები. ხარის ქოლ სპრედის სტრატეგიისგან განსხვავებით, აქ გასაყიდი ოფციონის სტრაიკ ფასი ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე შესასყიდი ოფციონის სტრაიკ ფასი.

გრაფიკული მაგალითი:

დათვის ქოლ სპრედი (Bear Call Spread)

ამ შემთხვევაში ჩვენ ვყიდით ქოლ ოფციონს სტრაიკ ფასით 42 500 პე, 3 941 პე-ს ფასად, იმ ვარაუდით, რომ საბაზო აქტივზე ფასი დაეცემა. ამ პოზიციის დაზღვევისათვის ვიყიდით ქოლ ოფციონს იგივე ექსპირაციით, ოღონდ უფრო დიდი სტრაიკ ფასით. მაშასადამე, ვყიდულობთ ქოლ ოფციონს 1 138 პე-ს ფასად. მისი სტრაიკი არის 52 500 პე. რეზულტატად მივიღებთ პრემიას 3 941 – 1 138 = 2 803 პე.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოლოდინები გამართლდება, მაშინ ზემოთაღნიშნული თანხა გახდება ჩვენი მოგება. ამისათვის საბაზო აქტივის ფასმა არ უნდა გადააჭარბოს 42 000 პე-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ შევალთ ზარალის ზონაში, რომელიც იქნება 52 500 – 42 500 – 2 803 = 7 197 პე.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top