ოფციონების ბაზრის მონაწილეები

ოფციონების ბაზრის მონაწილეები

გასაგებია, რომ ყველა ბაზარზე არსებობენ მყიდველები და გამყიდველები, ასევეა ოფციონების შემთხვევაშიც – ოფციონური კონტრაქტების გამყიდველები და ოფციონური კონტრაქტების მყიდველები.

ოფციონის მყიდველი არის გარიგების მონაწილე, რომელიც ყიდულობს უფლებას მომავალში გაყიდოს ან იყიდოს საბაზო აქტივი მითითებულ ფასად. ოფციონის ყიდვისას იგი უხდის გამყიდველს პრემიას, რითიც თავდაპირველად იღებს დანაკლისს დეპოზიტზე. მყიდველს შეუძლია მოიცადოს ოფციონის ექსპირაციამდე, ან გაყიდოს იგი, რითიც დახურავს ამ გარიგებას.

იმისათვის, რომ მივიღოთ მოგება, ოფციონი უნდა გავყიდოთ იმ პრემიის სანაცვლოდ, რომელიც გამყიდველისთვის გადახდილ პრემიაზე მეტია. გადახდილ და მიღებულ პრემიებს შორის სხვაობა არის სუფთა მოგება. თუ დარწმუნებული ვართ, რომ საბაზო აქტივის ფასი, კონტრაქტის შესრულების მომენტში იქნება უფრო მომგებიანი ვიდრე ფასი სპოტურ ბაზარზე, მაშინ შეგვიძლია დაველოდოთ ექსპირაციის თარიღს და ვისარგებლოთ აქტივის გაყიდვის ან ყიდვის უფლებით.

ოფციონის გამყიდველს – ასევე ოფციონის ავტორსაც უწოდებენ, ვინაიდან სწორედ იგი არის კონტრაქტის ინიციატორი. ამ შემთხვევაში საკითხი უფრო რთულად დგას ვიდრე ყიდვის შემთხვევაში. გარიგების დადებისას გამყიდველი იღებს ვალდებულებას მომავალში გაყიდოს ან იყიდოს საბაზო აქტივი წინასწარ მოლაპარაკებულ ფასად. მაგრამ მას არ შეუძლია გაყიდოს რაც მოესურვება ის და როგორც უნდა ისე – სწრაფ ბირჟაზე ოფციონების ყველა მახასიათებლები მკაცრად სტანდარტიზირებულია. ოფციონის ფორმირებისათვის გამყიდველი ვალდებულია ბაზარზე აირჩიოს შესაბამისი სტანტარტული მახასიათებლის მქონე კონტრაქტი და სცადოს მისი გაყიდვა.

როდესაც ოფციონი არჩეულია, მყიდველიც ნაპოვნია და კონტრაქტიც დაიდო, მაშინ გამყიდველი იმავე მომენტში იღებს პრემიას და ელოდება იმას, თუ როგორ განვითარდება ვაჭრობის პროცესი.

ოფციონების ტერმინოლოგიაშიც არის ტერმინები: გრძელი პოზიცია და მოკლე პოზიცია. ზემოთ ხსენებულ მაგალითში, გამყიდველი, რომელიც ყიდის ოფციონს – ხსნის მოკლე პოზიციას. მას აქვს მისი დახურვის ორი არჩევანი.

  • პირველი სცენარი: ვაჭრობის პროცესზე დაკვირვების შედეგად, გამყიდველმა შეიძლება დაინახოს, რომ კონტრაქტის ექსპრაციისას მას არ ექნება იმის აუცილებლობა, რომ შეასრულის იგი (მყიდველი არ ისარგებლებს თავისი უფლებით გაყიდოს ან იყიდოს საბაზო აქტივი). ამ შემთხვევაში, მას შეუძლია დაელოდოს ექსპირაციის თარიღს და მოგებით დახუროს პოზიცია. ასეთ ვითარებაში მოგებას წარმოადგენს ის პრემია, რომელიც კონტრაქტის დადებისთანავე მიიღო ოფციონის მყიდველისგან.
  • მეორე სცენარი: გარიგების დახურვა ოფციონის გამოსყიდვით. ეს არ ნიშნავს, რომ გამყიდველმა უნდა იწვალოს, რათა მოძებნოს ამ კონტრაქტის მყიდველი. ოფციონების შემთხვევაში, ისევე როგორც ფიუჩერსების შემთხვევაში, მონაწილეებს ვალდებულებები გააჩნიათ მხოლოდ ბირჟის და არა ერთმანეთის წინაშე. რაც ნიშნავს, რომ საკმარისია მან იყიდოს ოფციონი, რომელსაც გააჩნია იგივე სპეციფიკაცია, რომელიც გააჩნდა მის მიერ შექმნილ ოფციონს. ამ გზით პოზიცია დაიხურება, ხოლო ბირჟის წინაშე ვალდებულებები შესრულებული იქნება.

მაშასადამე, თუ გადავწყვეტთ ოფციონის გამყიდველის როლში ჩავდგეთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი შესაძლო მოგება იქნება პრემიის ტოლი, რომელსაც მივიღებთ ოფციონის გაყიდვის მომენტში. ეს არის ის მაქსიმუმი, რომელსაც მივიღებთ საბაზრო სიტუაციის სასურველი სცენარით მსვლელობის დროს (როდესაც მყიდველი უარს იტყვის საკუთარ უფლებაზე გაყიდოს ან იყიდოს საბაზო აქტივი).

თუ, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე გამოვისყიდით ოფციონს, მაშინ მოგება ან წაგება შეგვიძლია გამოვთვალოთ შემდეგი ფორმულით:

მოგება = პრემია (ოფციონის გაყიდვის) – პრემია (ოფციონის ყიდვის)

ამიტომ, მეორე სცენარის დროს მთავარი ამოცანაა გამოვისყიდოთ ოფციონი მინიმალურ ფასად. და თუ ოფციონი უფრო ძვირად იქნება გამოსყიდული, ვიდრე გავყიდეთ, მაშინ მივიღებთ წაგებას, რომელიც მიღებული და გაცემული პრემიების სხვაობის ტოლი იქნება. ხოლო წაგება, რომელიც დადგება გარიგების ექსპირაციის მომენტში, ოფციონში აქტივის ფასსა და სპოტურ ბაზარზე მისივე ფასს შორის სხვაობის ტოლი იქნება (გაიხსენეთ წინა სტატიაში მზესუმზირასთან დაკავშირებული მაგალითი). ეს მოხდება მაშინ, როდესაც მყიდველი მაინც გამოვა მიწოდებაზე, ანუ მოითხოვს აქტივს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …