განვიხილოთ ოფციონების აღვნიშვნები ზოგადად. ბირჟებზე ყველა ოფციონს აქვს თავისი საკუთარი კოდი და სპეციფიკაცია.
კოდში დაშიფრულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სჭირდება ინვესტორს. მაგალითისათვის განვიხილავ FORTS-ზე მოვაჭრე “ნორილსკი ნიკელის” აქციების ფიუჩერსზე ფუთ ოფციონის კოდის ფორმირებას. “ნორილსკი ნიკელი” ფერადი ლითონების წარმოების მსოფლიო გიგანტია და მისი აქციების საკმაოდ ვოლატილურია. სისტემაში მისი კოდია GMKR-11.15_281215PE 3827
სადაც:
- GMKR საბაზო აქტივის კოდია (ფიუჩერსული კონტრაქტის ტიკერი);
- 11.15 – ფიუჩერსის შესრულების თვე (ოფციონის საბაზო აქტივი) – ნოემბერი 2015 წელი;
- P – ოფციონის ტიპი. ამ შემთხვევაში – ფუთ ოფციონი (Put). თუ საქმე გვაქვს ქოლ ოფციონთან (Call), მაშინ ასო “P” ნაცვლად დაიწერება ასო “С”;
- E – აღნიშნავს ოფციონის სტილს. ამ შემთხვევაში ნიშნავს – ევროპულს. ამერიკული აღინიშნება ასოთი – “A”;
- 2815 – სტრაიკი;
- 3827 – ექსპირაციის თარიღი: 28 დეკემბერი 2015 წელი;
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ეს არის – ნოემბრის ევროპული პუთ ოფციონი “ნორილსკის ნიკელის” აქციების ფიუჩერსზე. რომლის შესრულების თარიღია 2015 წლის 28 დეკემბერი, სტრაიკით 3827 პე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით