კონდორი ყიდვა

კონდორი ყიდვა

კონდორი ყიდვა ჰგავს პეპლის ყიდვას. განსხვავება მდგომარეობს გაყიდული ოფციონების სტრაიკების სიდიდეში.

პეპლის შემთხვევაში, გასაყიდი ოფციონების სტრაიკი ერთმანეთის ტოლია, ხოლო კონდორში უნდა გავყიდოთ სხვადასხვა სტრაიკის მქონე ოფციონები, რაც პოზიციის მოგების ზონაში დახურვის ალათობას ზრდის.

სტრატეგიის მიხედვით უნდა ვიყიდოთ: ძვირი ქოლ ოფციონი მცირე სტრაიკით და იაფი ქოლი დიდი სტრაიკით. ერთდროულად უნდა გავყიდოთ ორი ქოლ ოფციონი, რომელთაც აქვთ საშუალო სტრაიკი და განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამასთან, პრემიისგან მიღებული ზარალი იზრდება (პეპლის ყიდვის სტრატეგიისგან განსხვავებით).

კონდორი ყიდვა – გრაფიკული მაგალითი

კონდორი ყიდვა

7 021 პე-დ ვიყიდეთ ოფციონი, რომელის სტრაიკია 37 500 პე. ასევე 2 269 პე-დ ვიყიდეთ ქოლ ოფციონი სტრაიკით 47 500 პე. საშუალო ქოლები, სტრაიკებით 40 000 პე და 45 000 პე, გაყიდულია პრემიებით, შესაბამისად 5 445 პე-დ და 3 079 პე-დ. პოზიციის გახსნისთანავე ვიღებთ ზარალს 7021 + 2269 – 5445 – 3079 = 766 პე.

სტრატეგიას მოგებაში გავყავართ მაშინ, როდესაც საბაზო აქტივის ფასი მიაღწევს ნაყიდი ძვირი ქოლ ოფციონის ფასს 37 500 პე პლიუს პრემია 776 პე, რაც 38 266 პე-ს ფასურ დონეს შეესაბამება.

მოგება, რომლის მოტანაც ამ სტრატეგიას შეუძლია არის 40 000 – 38266 = 1 734 პე. აქტივის ფასის 45 000 + 1 734 = 46 734 პე დონემდე მიღწევის შემდეგ გადავდივართ წაგების ზონაში.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სტრატეგია მოგვაგონებს პეპლის ყიდვის სტრატეგიას, აქ შესაძლო მოგება გაცილებით დაბალია, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სტაიკების მქონე ოფციონების გაყიდვით, მაგრამ მოგების მიღების შანსი შედარებით მაღალია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …