ინტერნეტ ტრეიდინგის პროგრამები

ინტერნეტ ტრეიდინგის პროგრამები

ინტერნეტ ტრეიდინგის პროგრამები შექმნილია ტრეიდერებისათვის ინტერნეტ ტრეიდინგის დროს ანალიზის ჩატარებისა და სწრაფი და გააზრებული გადაწყვეტილებების მისაღებად. ისინი ეხმარება მათ სხვადასხვა ტიპის გრაფიკების შექმნაში, რაც თავის მხრივ სიტუაციის ვიზუალურად შაფასების საშუალებას იძლევა.

თითქმის ყველა ბირჟას გააჩნია ამგვარი, საკუთარი პროგრამა/პროგრამები. ისინი განკუთვნილია სწრაფ ბაზარზე ინვესტირების სტრატეგიის შექმნისა და ანალიზისათვის. ისინი საკმაოდ ადვილია ასათვისებლად და მათი პროგრამული სტრუქტურა სტანდარტულად შეიცავს შემდეგ ფუნქციონალს:

  • ოფციონების და ფიუჩერსების პოზიციების ანალიზი;
  • ოფციონების პრემიების, მითითებულ პრემიაზე ნაგულისხმევი ვოლატილობის და სხვადასხვა კოეფიცენტების გამოთვლა;
  • ინტერნეტ ტრეიდინგის სხვა სისტემებიდან მონაცემების ჩამოტვირთვა მაგალითად: Transaq, Quik და ა.შ., აგრეთვე Microsoft Excel-დან მონაცემების ჩამოტვირთვა;
ინტერნეტ ტრეიდინგის პროგრამების ერთ-ერთი მაგალითია:

პროგრამა გამოიყენება საინვესტიციო პორტფელების შესაქმნელად, რომლებიც შედგება ფიუჩერსებისა და ოფციონებისაგან, აგრეთვე ასეთი პორტფელებისთვის სხვადასხვა სახის კოეფიცენტების გამოსათვლელად.

პროგრამას გააჩნია ინტუიტიურად გასაგები და საკმარისად ფუნქციური ინტერფეისი. საინვესტიციო ინსტრუმენტების შესახებ მონაცემები გამოისახება რეალური დროის რეჟიმში და პერიოდულად ახლდება მითითებული პერიოდულობით.

პროგრამას შეუძლია გამოითვალოს საგარანტიო უზრუნველყოფის მნიშვნელობა პორტფელისათვის. იმ ფინანსური ინსტრუმენტებისათვის, რომლებსაც საფუძვლად უდევს საბაზო აქტივი, რომელიც გამოხატულია სხვადასხვა ვალუტაში, პროგრამას შეუძლია ფასი გადაიყვანოს ტრეიდერისთვის სასურველ ვალუტაში და გამოითვალის პოზიცია მითითებულ ვალუტაში. პროგრამას შეუძლია ჩამოაყალიბოს პორტფელი და ააგოს გრაფიკები შედგენილ და მომხმარებლის მიერ მითითებულ ოფციონზე.

პროგრამაში არის ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ავაგოთ გრაფიკები, ტრეიდერის მიერ მითითებული თარიღისა და ოფციონების გადაფარვის პერიოდის მითითებით. გარდა ამისა შესაძლებელია მივუთითოთ საკუთარი ვოლატილობაც.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური გრძელი ქოლი

სინთეტიკური გრძელი ქოლი

სინთეტიკური გრძელი ქოლი სტრატეგია გამოიყენება ქოლ ოფციონის ყიდვის ნაცვლად. იგი მდგომარეობს ფუთ ოფციონის და საბაზო …